ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნებაარტისტი

ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლმა ფრანგებს შობა კახიძის „ალი­ლოთი“ მიულოცა (ვიდეო)

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს გამორჩეულად წარმატებული წელი ჰქონდა – იგი „კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავად“ აღიარეს. ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, 7 დეკემბერს კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა.

Apnews.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხატია ამბობს: „ამა­ყი ვარ იმით, რომ წარ­მა­ტე­ბას დამოუკიდებლად მივაღწიე, დი­რი­ჟო­რე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. ასე­ვე, ზოგ­ჯერ არ მიწვევდნენ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ორ­კესტრე­ბი, თუმ­ცა ვამ­ბობ­დი: „არა უშავს, მარ­ტო და­ვუკ­რავ“.

და ხშირად უკრავს მარტო, რე­ა­ლუ­რად, მისი კა­რი­ე­რა სოლო კონ­ცერ­ტებ­მა შექ­მნეს. ის უყვარს მსმენელს და მასმედიას, ტელევიზიების ხშირი და საურველი სტუმარია.

პიანისტმა ერთ-ერთი გადაცემიდან ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა. ქართველ-ფრანგმა ვირ­ტუ­ოზ­მა  გადაცემაში ვახტანგ კახიძის „შო­ბის გა­ლო­ბა“, იგი­ვე „ალი­ლო“ შე­ას­რუ­ლა. ასევე. დაუკრა ფრენკ სი­ნატ­რას ცნო­ბი­ლი სა­შო­ბაო ჰი­ტი „Have yourself a merry Christmas“.

მანანა ბანძელაძე

რატომ გააუქმა ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი კონცერტები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close