არტისტისაზოგადოება

რატომ გააუქმა ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი კონცერტები

ხატია ბუნიათიშვილი 36 წლისაა და დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობს. პიანისტს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული და მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მართავს კონცერტებს.

თუმცა ქართველ ხელოვანს ახლა საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი სამი კონცერტის გაუქმება  მოუხდა „საპატიო მიზეზით“.

ხატია ბუნიათიშვილი ბოდიშს უხდის თავის თაყვანისმცემლებს, კოლეგებს და განმარტავს, რომ კონცერტები და რეპეტიცია დიდ დროს მოითხოვს, რისი საშუალებაც არ აქვს, რადგან მეძუძური დედაა.

„რთული სათქმელია – ვწუხვარ, რომ მიწევს, გავაუქმო ჩემი კონცერტები საფრანგეთსა და გერმანიაში. ყველა ქალაქი, ყოველ მეორე დღეს, მოგზაურობას და ორკესტრთან ერთად რეპეტიციას ითხოვს. მეძუძური დედის გადმოსახედიდან, ძალიან ნაადრევია, ეს ჩემს პატარა გოგონას ვთხოვო… ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს …ჩვენ გიგზავნით პოზიტიურ და მშვიდ ენერგიას“, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.

მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი მიმდინარე წლის 7 ივნისს გახდა დედა . თავის პირმშოს ხატიამ შარლოტი დაარქვა.

ვირტუოზი ქართველი პიანისტი, რომლის კარიერა ძალზე შთამბეჭდავია, აშკარაა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვნად თავის პატარა გოგონაზე ზრუნვას მიიჩნევს და მას მზრუნველობას არ აკლებს. ხატიამ გასულ კვირასაც გამოაქვეყნა ტვიტერში თბილი ფოტო შარლოტთან ერთად და დაწერა:

„ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ❤️

ამავე თემაზე:

„ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა“ – ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close