საქართველოსპორტი

საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ფასი რეკორდულია – ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

ავტორიტეტული გერმანული სააგენტოს Transfermarkt-ის მიერ ახლახან განახლებული სატრანსფერო ფასების თანახმად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 196.45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასმა, „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, ერთი კვირის წინ 3 მლნ-ით მოიმატა – „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის ღირებულება 5 მილიონიდან (ოქტომბრის შემდეგ) 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ახლა კი ზრდა სამ მოთამაშეს შეეხო: საბა ლობჟანიძის ფასმა ერთი მილიონით მოიმატა და 4 მილიონი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 5 მლნ-ით გაიზარდა და  85 მილიონს დაუბრუნდა, რაც 1.5 წლის წინ, 2023 წლის ივნისში იყო. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.

ყველაზე მეტად კი საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულებამ მოიმატა: თუ მიმდინარე წლის იანვარში  „ტრანსფერმარკტი“ მას 300 ათას ევროდ აფასებდა, ოქტომბერში 5 მილიონამდე გაზარდა ეს მაჩვენებელი, ხოლო ახლა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულებამ 8 მილიონ ევროს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ ქართველი მცველი, ჯაკომო ფაზინისთან ერთად, „ემპოლის“ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა,.

10 დეკემბრის განახლებული მონაცემით, 20 მლნ-იდან 18 მლნ ევრომდე შემცირდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება.

ნახევარი მლნ ევროთი შემცირდა ირაკლი აზაროვის სატრანსფერო შეფასება, რომელსაც დონეცკის „შახტარში“ სათამაშო პრაქტიკა დააკლდა და ახლა მის გრაფაში 4,5 მილიონი წერია.

Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების 16 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1 მლნ ევროს აჭარბებს. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close