ქართველები უცხოეთშიკრიმინალისპორტი

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

ლიონში ქართველი შემტევის გიორგი მიქაუტაძის სახლი დააყაჩაღეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა პირველ დეკემბერს მოხდა – მას შემდეგ, რაც „ლიონსა’’ და „ნიცას’’ შორის შეხვედრა დასრულდა და გიორგი მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა.

ქართველ ფეხბურთელს საკუთარ სახლთან  ორი მძარცველი ელოდებოდა, მათ იარაღის მუქარით შეძლეს მის სახლში შესვლა. გიორგი მიქაუტაძე იძულებული გახდა, მათთვის ძვირად ღირებული ნივთები მიეცა. სახლიდან გატანილი ნივთების საერთო ღირებულება 250 ათასი ევროა მათ შორის არის  სამკაულები, საათები და ა.შ.

გიორგი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ, საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ.

„გუშინ ღამით მომხდარი ამბის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ კარგად ვარ და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა ყველას უამრავი მესიჯისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კონცენტრირებული ვრჩები ჩემს მიზნებზე და მალე შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, მიმდინარე წელს უკვე მეორედ, მიქაუტაძის თანაგუნდელის, ნიკო ტალიაფიკოს სახლიც გაძარცვეს, რომელიც მომხდარის გამო კლუბიდან წასვლასაც არ გამორიცხავს.

ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ ფეხბურთელები ძარცვის მსხვერპლი ხდებიან – 2022 წლის დეკემბერში მძარცველებმა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლის ტერიტორიაზე შეაღწიეს და მისი კუთვნილი ავტომობილი Mini Countryman-ი გაიტაცეს. ამ დროს ხვიჩაც სახლში იმყოფებოდა. კვარაცხელიას მანქანა, საბედნიეროდ, მალე იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

ნუცა ყაველაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს – „ოღონდ ქურდი ქართველი არ იყოს და ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ!..“

https://nostal.ge/2022/11/04/neapolshi-xvicha-kvaracxelias/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close