მსოფლიოკულტურასაზოგადოება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ პირველად გაიხსნა (ვიდეო)

ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რესტავრირებული ტაძრის გახსნას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაესწრო. მან ყველა იმ პირს მიმართა, რომელიც ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა.

„2019 წლის ხანძარი ჩვენი ეროვნული ტრავმა იყო. თქვენი შრომა და ზრუნვა ტაძრისთვის წამალი გახდა. თქვენ ხელახლა შექმენით ხელოვნება ფერფლისგან“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ამის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩვეულებისამებრ დაიწყებს ტურისტებისა და მრევლის მიღებას.

2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ამავე თემაზე: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close