რამდენი თანხა გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში – ოქტომბრის სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 281.06 მილიონი აშშ დოლარი (766.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 1.5%-ით (4.4 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია 2023 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 124.58 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გზავნილების მთლიანი მოცულობის 44.33%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 11.51% შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, ოქტომბერში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 50.87 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 20.64%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 47.33 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 10.14%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 34.37 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 44.49%-ით შემცირდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 20,2%-ით შემცირდა და 2.809,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კომენტარები