რჩევებიჰოროსკოპი

2025 წლის ჰოროსკოპი: რას მოიტანს წლის სიმბოლო – მწვანე ხის გველი

მომავალი 2025 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მწვანე ხის გველის წელია.  ჩინეთში გველებს პატარა დრაკონებს უწოდებენ და ისინი სიბრძნესთან, ელეგანტურობასა და ტრანსფორმაციასთან ასოცირდება.

როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელი ჩინური ზოდიაქური წრის 12 ცხოველიდან ერთ-ერთს შეესაბამება, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირდება ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთთან: ოქრო, ხე, წყალი, ცეცხლი ან მიწა. საერთო ჯამში 60 სხვადასხვა კომბინაცია მიიღება, ამიტომ სრული ციკლი 60 წელიწადში სრულდება და ყოველ 60 წელში ერთხელ თავიდან იწყება.

მწვანე ხის გველის წლის მინიშნებები:

ჩინურ ზოდიაქოს ნიშნებს შორის გველი მეექვსე ადგილზეა, 2025 წელს კი მისი ნიშანი ხესთან ასოცირდება. აღმოსავლურ კულტურაში ხე ზრდის, წარმატებისა და განვითარების ელემენტად ითვლება, ხოლო მწვანე ფერი კი სიმშვიდის, მოქნილობის, ჰარმონიის, მშვიდობის და ზრდის სიმბოლოა.

აღმოსავლურ კულტურაში გველი ხასიათდება, როგორც გონიერი, ბრძენი, გამჭრიახი და ერთგული ცხოველი. ზღაპრებში ის ადამიანებს რთული სიტუაციებიდან თავის დახსნაში ეხმარება და მათთვის სწორი გზის ჩვენება შეუძლია.

ამავდროულად, გველმა იცის, როგორ დატკბეს ცხოვრებით და შეუძლია უბრალო რამეებიდან მიიღოს სიამოვნება. მართალია, რეალურ ცხოვრებაში ის საშიში არსებაა, მაგრამ მწვანე ფერი ოპტიმისტურად განგვაწყობს. ზოგადად, გველი საკმაოდ მშვიდობიანი ცხოველია, თუ არ გააბრაზებთ, თავს არ დაგესხმებათ, მაგრამ თუ სიმშვიდეს დაურღვევთ, მომენტალურად დაგგესლავთ. გველის შხამს ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლაც შე­უძ­ლია და მისი გან­კურ­ნე­ბაც, ამი­ტომ, გარ­კვე­უ­ლი გა­გე­ბით, გვე­ლის ნაკ­ბენ­მა, ანუ გარ­კვე­ულ­მა კრი­ზის­მა, სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა რო­გორც გან­კურ­ნე­ბა, ისე კოლაფსი გამოიწვიოს.

მწვა­ნე ხის გვე­ლის წელი იმედებს არ გაგვიცრუებს და დიდ ცვლი­ლე­ბებს გვპირ­დე­ბა. ის ხელახლა დაბადებას ტყუ­ი­ლად როდი განასახიერებს. ქვე­წარ­მა­ვა­ლი ტყავს იცვლის და გვახ­სე­ნებს, რომ ცვლი­ლე­ბა ყო­ველ­თვის ჩვენ­ში იწყე­ბა.

 რას გვირჩევენ ასტროლოგები:

  • ახალ წელს მოემზადეთ ცვლილებებისთვის: შეიცვალეთ სამუშაო ადგილი, განაახლეთ თქვენი იმიჯი, გადადით ახალ სახლში ან თუნდაც სხვა ქალაქში.
  • კარგი სტრატეგიაა ძალების დაგროვება – გველი საათობით გაუნძრევლად წევს და არცერთი კუნთი არ უთრთის, შემდეგ კი შეუმჩნევლად „გადაეწყობა“ და მისის დარტყმაც ყოველთვის ზუსტია. ანალოგიურად, ჩვენც უნდა დავზოგოთ ენერგია, გამოვთვალოთ მომენტი და არჩეულ მიზანს „ათიანში გავარტყამთ“.
  • წლის ნიშნის გამორჩეული თვისებაა ბასრი, შხამიანი ენა. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე, ყოველთვის დაფიქრდით, სანამ ცხელ გულზე გესლიან სიტყვას იტყვით – მას ჩვეულებრივზე გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ.
  • გველის წელი, თუნდაც ხის, კონფლიქტურად ითვლება. ეს ყველაფერი გველების დაუცველობისა და მათი მაღალი თვითშეფასების გამოა. შეეცადეთ, არ დაუპირისპირდეთ მეგობრებს, გაუფრთხილდით როგორც თქვენს, ისე სხვებს პირად საზღვრებს.
  • კარგი ნიშანია ახალი წლის ღამეს „მონოპოლიით“, პოკერით ან ფულთან დაკავშირებული სხვა თამაშით თავის შექცევა. გველს უყვარს მონეტების ხმა და მზადაა, დაეხმაროს მათ, ვისაც გამდიდრება სურს.

და პირველი და უმთავრესი წესი 2025 წლისთვის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დროს – ესაა სამყაროს წონასწორობის კანონების დაცვა, შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება, სიკეთის ქმნა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ ვარსკვლავების „წყალობა“ – მოგეცემათ არჩევანის საშუალება და შესაძლებლობაც, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოთ!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close