მიგრაციაეკონომიკა

იტალია სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ლიდერია – TOP-ათეული

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მლნ აშშ დოლარი (767.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინა თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 17.5% (49.6 მლნ დოლარი) იტალიაზე მოდის, რაც 13.47%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (17.3%), საიდანაც სექტემბერში 49.03 მლნ დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 17.69%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12.64%) 35.82 მლნ აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.96%-იანი კლებაა.

ქვეყნების ათეული, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. იტალია – $49.6 მლნ;
  2. აშშ – $49.03 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია – $35.82 მლნ;
  4. გერმანია – $25.52 მლნ;
  5. საბერძნეთი – $24.72 მლნ;
  6. ისრაელი – $20.66 მლნ;
  7. ყირგიზეთი – $9.2 მლნ;
  8. თურქეთი – $8.99 მლნ;
  9. ყაზახეთი – $8.08 მლნ;
  10. ირლანდია – $5.92 მლნ;

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close