ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში – სტადიონის ტრიბუნიდან 14 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა (ვიდეო)

სამშაბათს, 22 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ ნავპლიოში ტრაგედია მოხდა – სკოლის მოსწავლე, 14 წლის ბიჭი სტადიონის ტრიბუნიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, ტრიბუნიდან ჩამოვარდნილი ბიჭი შუადღისას, დაახლოებით 13:00 სთ-ზე სტადიონის დარაჯმა იპოვა და მყისვე დარეკა ΕΚΑΒ-ში (გადაუდებელი დახმარების ეროვნული ცენტრი), მაგრამ როდესაც ექიმები ადგილზე მივიდნენ, გვიან იყო.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ბიჭი შემთხვევით ჩამოვარდა, რადგან უყვარდა სტადიონის ტრიბუნაზე ძრომიალი, თუმცა მოგვიანებით მამამისმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს თვითმკვლელობა იყო, რადგან იგი დასაჯეს.

„უბრალოდ, თავში დაარტყა და სიმაღლიდან გადმოხტა. სკოლიდან გარიცხეს, მეც დავსაჯე და ამიტომ გადმოხტა. ჩვენთვის შეტყობინება არ გამოუგზავნია. ტელეფონზე ცოტა ვეჩხუბე, ვუთხარი: „იჯდები სახლში, ვერსად წახვალ!..“- და მან გადმოხტომა გადაწყვიტა“, – უთხრა MEGA-ს 14 წლის ბიჭის მამამ.

მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს და გარემოებებს ამჟამად პოლიცია იძიებს. გარდაცვლილ მოზარდს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close