საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს დილით, დაახლოებით 4 სთ-იანი შუალედით, ერთსა და იმავე რაიონში 2 მიწისძვრა მოხდა.
პირველი მიწისძვრა თბილისის დროით გამთენიისას, 04:53 სთ-ზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 62 კმ-ში, თიანეთიდან ჩრდილოეთით, 27 კმ-ის დაშორებით, სოფელ ბინდაურთან იყო.
„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთან მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მეორე მიწისძვრა კი იმავე რაიონში დილით, 09:03 სთ-ზე მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 60 კმ-ში, ქალაქ თიანეთიდან ჩრდილოეთით, 25 კმ-ში, კურორტ ვაჟასწყაროსთან ერთი კმ-ის დაშორებით იყო.
მიწისძვრის სიდიდემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – საყურადღებო რჩევები
კომენტარები