ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ინდოეთში შემთხვევით აღმოაჩინეს 111 წლის განდეგილი, რომელმაც 100 წელი მღვიმეში გაატარა (ვიდეო)

ინდოეთში მღვიმიდან გამოიყვანეს განდეგილი, რომელმაც იქ თითქმის მთელი ცხოვრება, 100 წელი გაატარა ლოცვასა და მედიტაციაში.

თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ მღვიმეში შემთხვევით აღმოჩენილი მამაკაცი 188 წლის იყო. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, განდეგილი მოსიარულე მიცვალებულს ჰგავს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ინდოეთში მღვიმიდან გამოიყვანეს 111 წლის განდეგილი, რომელმაც მთელი ცხოვრება მედიტაციაში გაატარა. თავიდან ამბობდნენ, რომ მამაკაცი 188 წლისაა, თითქოს ტრანსის მდგომარეობაში მისი დაბერება შენელდა, თუმცა შემდეგ მისი ნამდვილი ასაკი გაირკვა“.

გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ გაძვალტყავებული მოხუცი 2 ახალგაზრდა კაცს მკლავებში ხელჩაკიდებით გამოჰყავს, თუმცა განდეგილი თავად დადის ჯოხზე დაყრდნობით. მას სამოსი არ აცვია, მხოლოდ სასქესო ორგანოს უფარავს რაღაც ჩვარი, ჭაღარა თმისგან დაწნული ნაწნავი კი კოჭებამდე სცემს.

ნანა ძნელაძე

 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 18 წელი აეროპორტის „ტყვეობაში“

77 წლის კაცი, რომელიც „მიგრაციულ ხაფანგში“ მოყვა და პარიზის აეროპორტში 18 წელი იცხოვრა, გარდაიცვალა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close