ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

კვარაცხელიამ ისევ გაიტანა – „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-6 ტურში „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში „მონცა“ დაამარცხა ანგარიშით 2:0 და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ გამარჯვებაში ქართველმა თავდამსხმელმა თავისი წვლილი შეიტანა, მან შეხვედრაში ერთი გოლიც გაიტანა, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი – მესამე.

22-ე წუთზე „ნაპოლის“ კაპიტანმა მატეო პოლიტანომ ბრწყინვალე თამაშით და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე  ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მალევე „იძია შური“ გოლით – ხვიჩამ საჯარიმოში საუკეთესო პოზიცია შეარჩია და სკოტ მაკტომინეის გადაცემის შემდეგ ანგარიში ორამდე გაზარდა. 33-ე წუთზე გატანილი ხვიჩას ეს გოლი ბოლო აღმოჩნდა შეხვედრაში.

ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, შემდეგ კი მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მას დასვენების საშუალება მისცა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 ტურის  შემდეგ „ნაპოლის“ 13 ქულა აქვს (4 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება) და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე კი უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები და გოლები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close