მოგზაურობახელოვნებაკულტურა

საქართველო პირველად მასპინძლობს ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალს

მიმდინარე წლის 28-29 სექტემბერს საქართველოში, თბილისში პირველად იმართება ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი (Art & Travel International Film Festival Georgia).

მსგავსი ფესტივალები აქტიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტურისტული კინოინდუსტრიის განვითარებაში. ის აერთიანებს კინორეჟისორებს, პროდიუსერებს, ხელოვანებს, შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურულ გაცვლას და, ამავდროულად ახალი კრეატიული ერთობლივი პროექტების რეალიზებას და დამეგობრებას. ეს მრავალფეროვნება აისახება არა მხოლოდ წარმოდგენილ ფილმებში, არამედ დისკუსიებში, სემინარებსა და ურთიერთქმედებებშიც, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის ღრმა გაგებასა და დაფასებას.

ტურიზმზე ფოკუსირებული ფილმები ემსახურება ტურისტული პოტენციალის გაღრმავებასა და გაცნობას. ისინი ხაზს უსვამენ მდებარეობის უნიკალურ ასპექტებს – მის პეიზაჟებს, კულტურას, ხალხს და გამოცდილებას.

სხვადასხვა მიმართულებების ჩვენებით, ამ ფილმებს შეუძლია პირდაპირ გავლენა მოახდინოს ტურიზმის ტენდენციებზე, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ სარგებელს გამორჩეული ტურისტული ადგილებისთვის.

მრავალი ტურისტული ფილმი ხაზს უსვამს მდგრადი მოგზაურობის მნიშვნელობას და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ხელს უწყობს პასუხისმგებლობიანი ტურისტული პრაქტიკის პოპულარიზაციას.

ფესტივალში მონაწილეობენ საპატიო სტუმრები და ჟიურის წევრები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იაპონია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საფრანგეთი, უკრაინა, პორტუგალია, პოლონეთი.

ფესტივალის საპატიო სტუმრები და ჟიურის წევრები:

ჯან სარაჩოღლუ (თურქეთი) – მსოფლიო კინოფესტივალების საერთაშორისო კომიტეტის Cinetour-ის პრეზიდენტი;

ირენ ჯანაკოპოლუსი (საბერძნეთი) – Amorgos-ის ტურისტული ფილმების ფესტივალის  პრეზიდენტი და დამფუძნებელი საბერძნეთში;

მანუელა მორგენი (საფრანგეთი) – კინორეჟისორი, პროდიუსერი, კინოკომპანია “Envers Compagnie”-ს პრეზიდენტი;

პრინცი ალფრედო კორტე რეალი (პორტუგალია) – საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს წევრი, ისტორიკოსი, მწერალი;

მისი უდიდებულესობა ჰავაის პრინცესა იდონი პუნაჰელ ჰოაპილი (ჰავაის კუნძულები) – Hoapili Baker Foundation-ის დამფუძნებელი, ჰავაის საერთაშორისო ტურისტული კინოფესტივალის დირექტორი;

აზერ გარიბოვი (აზერბაიჯანი) – ტურისტული ბლოგერი, აზერბაიჯანის მოგზაურობის ბლოგერების ასოციაციის თავმჯდომარე;

მინაკო იამაზაკი (იაპონია) – ტურიზმის კოორდინატორი და პროდიუსერი, IAA ორგანიზაციის პრეზიდენტი (იაპონიის ოფისი);

ანა კურინაია (უკრაინა) – სცენარისტი, ასოცირებული პროფესორი, ხარკოვის საერთაშორისო ხელოვნებისა და მოგზაურობის ფესტივალის პრეზიდენტი, Cinetour-ის დირექტორთა საბჭოს წევრი;

იოანის მარონიტისი (საბერძნეთი) – საბერძნეთის პირეოსისა და კუნძულების იუნესკოს კლუბის პრეზიდენტი;

პეტრე ოვჩარსკი (პოლონეთი) – ჟურნალისტი, ტურისტული ბლოგერი, საერთაშორისო ტურისტული კინოფესტივალების ჟიურის წევრი;

რინგაილე ლეშინსკენე – პროდიუსერი, საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული და ჟიურის წევრი.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

Art & Travel International Film Festival-ის მთავარი მიზანია, დააჯილდოოს ფილმები და აუდიოვიზუალური პროდუქცია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ტურისტული ადგილი (ქალაქი, რეგიონი ან ქვეყანა); სათავგადასავლო ტურიზმი; ექსტრემალური სპორტი; სასტუმროები და კურორტები; ხალხი, კულტურა და ტრადიციები; რელიგიური ტურიზმი; სოფლის ტურიზმი; მოდის ტურიზმი.

ფესტივალის გახსნის ცერემონია კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში 28 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე გაიმართება, ხოლო დაჯილკდოების ცერემონია – 29 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე.

 

საფესტივალო პროგრამა:

1-ლი დღე: 28 სექტემბერი 2024

კინოთეატრი „ამირანი“, დიდი დარბაზი

    • 11:00 სთ: საქართველოს ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონია კინოთეატრის დიდ დარბაზში;
    • 12:00 სთ: ფესტივალის გამარჯვებული ფილმების ჩვენება;
    • 13:30 სთ: მასტერკლასი  – მანუელა მორგენი(საფრანგეთი) კინორეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი;
    • 19:30 სთ: გამარჯვებული ფილმების ჩვენება კატეგორიაში Travel Documentary:

1.Flavio Jacome da Cruz (Portugal) – Cantadeiras do Vale do Neiva;

2.Natalia Gabunia (Georgia) – Walk with us – Martvili;

3. ANDRII ANDREIEV(Ukraine)Paganel Studio – Terra Australis Incognita.

მე-2 დღე: 29 სექტემბერი, 2024

კინოთეატრი „ამირანი“, დიდი დარბაზი

  • 11:00 სთ: ფესტივალის გამარჯვებული ფილმების ჩვენება, საპატიო სტუმრების პრეზენტაციები:
  1. ჯან სარაჩოგლუ (თურქეთი) – Cinetour-ის კომიტეტის პრეზიდენტი;

2. ირენ ჯანაკოპოლუს (საბერძნეთი);

3. ჰუსეინ  შიჰამი (მალდივების კუნძულები) – კომპანია Blinx Media-ს დირექტორი;

  • 13.00 სთ: ფოტოგრაფიის კატეგორიაში  გამარჯვებული ნამუშევრების ფოტოკოლაჟი თემაზე „ფოტოგრაფია მოგზაურობისას“;

მასტერკლასი ფოტოგრაფ იური მეჩითოვისგან.

  • 19:00 სთ: კინოთეატრი “ამირანი” – ფესტივალის გალა დაჯილდოება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close