ვიდეოიტალიასპორტი

უნიკალური შემთხვევა – იტალიაში მწვრთნელი მინდორზე შევარდა და მეტოქის მცველი მოცელა (ვიდეო)

უნიკალური შემთხვევა მოხდა იტალიურ ფეხბურთში. მეექვსე დივიზიონის მატჩში „პონტასიევესა“ და „სუბიანოს“ შორის სტუმართა გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ანდრეა ბენედეტი გააძევეს.

54 წლის მწვრთნელი მინდორზე შევარდა და წააქცია მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, როცა ის მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

ჯარიმის შემდეგ ბენედეტიმ, რომელიც 2008-11 წლებში „ფიორენტინაში“ ასისტენტად მუშაობდა, ხელები გაშალა, თითქოს თავისი საქციელისთვის ბოდიშს იხდიდა, მაგრამ ამან ვერ უშველა – მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა მოითხოვეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციმ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს ბენედეტის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close