რჩევებიშეუცნობელი

აქციეთ იღბალი „კანონზომიერ გამართლებად“ – ფენ-შუის რამდენიმე ოქროს წესი სიმ­დიდ­რის, წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევად

ფენ-შუი ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემაა, რომელიც დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩინეთში ჩამოყალიბდა და ფიზიკის, ფილოსოფიის, ასტრონომიისა და ასტროლოგიის ნაზავს წარმოადგენს.  

„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“, ანუ ფენ-შუი, სივრცის სიმბოლურ ორგანიზებას სწავლობს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ გარემო განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკას და მის ბედისწერას.

მისი მიმდევრები ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იღბალს, ამიტომ ე. წ. „კანონზომიერი გამართლების“ საკუთარი წესები შეიმუშავეს და რამდენიმე საინტერესო თავისებურება გამოყვეს.

იპო­ვეთ სახ­ლში სიმ­დიდ­რის ზონა და მნიშვნელოვნად გაზარდეთ თქვენი შემოსავლები 

სახ­ლში ფულ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ზონა არის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთი ნა­წი­ლი.

ამ ად­გი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბის გა­გე­ბა შე­გიძ­ლი­ათ კომ­პა­სის დახ­მა­რე­ბით ან ზურ­გით და­დე­ქით შე­მო­სას­ვლელ კარ­თან და თქვენ­გან მარ­ცხნივ მდე­ბა­რე ყვე­ლა­ზე შორი კუ­თხე იქ­ნე­ბა ის ადგილი, რომელსაც ეძებთ. სწო­რედ ამ ად­გი­ლას ტრი­ა­ლებს ფუ­ლის ენერ­გია, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბი „ცი“-ს უწოდებენ..

ცის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უყ­ვარს და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ხელი არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლოს.

ცის სამ­ფლო­ბე­ლო­ში ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე და კარ­გი გა­ნა­თე­ბა უნდა იყოს. ჩი­ნე­ლე­ბის რწმენით,  სიბ­ნე­ლე­ში ფული შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს ან შე­ფერ­ხდეს.

სახ­ლის ამ კუ­თხე­ში აკ­რძა­ლუ­ლია ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის, ნაგ­ვის ურ­ნის, სა­პირ­ფა­რე­შოს, მა­ცივ­რის და კაქტუ­სის მო­თავ­სე­ბა.

კიდევ ერთი რჩევა სიმდიდრის მოსაზიდად:

საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული.

ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ფენ-შუის შეუძლია წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში. ამისთვის კი შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

  • ძილის წინ თავი წყლით დაისველეთ. ეს მშვიდ ძილსა და წარმატებულ მომავალ დღეს გპირდებათ;
  • მოერიდეთ იმ ადგილას დიდხანს ჯდომას ან დგომასაც, სადაც კუთხე პირდაპირ თქვენ „გიყურებთ“, რადგან ფენ-შუის თანახმად, ენერგოვამპირის მსგავსად კუთხეც ადამიანის ენერგიით „იკვებება“;
  • მეტად ეფექტიანია მცირე ზომის სარკის ჯიბით ტარებაც, რომელიც უიღბლობისა და ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან დაგიცავთ. ფენ-შუის პრაქტიკოსების მტკიცებით, სარკისებრი ზედაპირი მტრების, მოშურნეების მძიმე ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს და მათვე უბრუნებს;
  • საკვებ პროდუქტს გარემოს ენერგეტიკის შთანთქმის „ჩვეულება“ აქვს, ამიტომ თუ გაბრაზებული, გაღიზიანებული ან დანაღვლიანებული ხართ, უმჯობესია წინა დღის სადილი მიირთვათ, რადგან ცუდ განწყობაზე მომზადებული კერძის ყოველ ლუკმასთან ერთად ნეგატივსაც გადაყლაპავთ, რაც საბოლოოდ ორგანიზმის ენერგეტიკულად მოწამვლას გამოიწვევს;
  •  იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ სიყვარულში, ვურჩევთ, გაააქტიურონ და გააძლიერონ სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება. ოთახში დადგით ლამაზი გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი და თეთრი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა არ აიმღვრეს და მუდმივად სუფთა იყოს.

ეს რჩევები რთული შესასრულებელი სულაც არ არის – ცდას წინ არაფერი უდგას!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close