პოლიტიკასაქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა – პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა. 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან:

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ლაშა ტალახაძე, ვახტანგ თურნავა, მაკა ბოჭორიშვილი, გენო პეტრიაშვილი, სოზარ სუბარი,  მარიამ ქვრივიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა ჭიჭინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ლევან მახაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი გაბუნია, ლიკა შარტავა.

ცნობისათვის: დღემდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა: ამომრჩევლები პარლამენტარების ნაწილს პროპორციული წესით ირჩევდნენ, ნაწილს კი – მაჟორიტარული წესით.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები აღარ ეყოლებათ და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს მისცემს, სადაც ყველა პოლიტიკოსს თავისი რიგითი ნომერი ექნება.

ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის 27 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს,  ცესკოს თავმჯდომარეს 26 სექტემბრამდე (არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) უნდა წარუდგინონ პარტიული სიები. თითოეულ პარტიას მხოლოდ ერთი პარტიული სიის წარდგენის უფლება აქვს, რომელშიც პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე ადამიანის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close