ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს (5 სექტემბერი) დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა – ნინო ლოლაძემ (57 კგ) მოიპოვა მედალი.
19 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ფრანგ ალია დე კარვალიოს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), თუმცა იგი რეპეშაჟში დამარცხდა.
ტურნირის მეორე დღეს, 6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
კომენტარები