სპორტი

ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 3 მედალია

ქართველმა პარასპორტსმენმა ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალურ ბლოკში მესამე ადილისთვის ბრძოლაში მან მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენელი ბრიანა ვიდი 15:11 დაამარცხა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია.

ეტლით მოფარიკავე მეორე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჩინელ მეტოქესთან დათმო.

ამრიგად, პარიზის პარალიმპიადაზე 6 საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე 3 მედალია – ტურნირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

დღეს, 4 სექტემბერს ნინო თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში გამოდიან.

ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი 15:13 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ცოტა ხანში პირველ დაპირისპირებას გამართავს ნინო თიბილაშვილი.

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close