პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: „სირიზა“ სთხოვს მედიას, არ გააშუქონ კასელაკისის და მაკბეტის ქორწილი კრეტაზე

პარტია „სირიზამ“ დღეს, 27 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომლითაც სთხოვს მედიასაშუალებებს, არ გააშუქონ „სირიზას“ პრეზიდენტის – სტეფანოს კასელაკისისა და ტაილერ მაკბეტის ქორწილი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება კრეტაზე.

„სირიზა-პროგრესული ალიანსი სთხოვს ყველა მედიას, პატივი სცეს პარტიის პრეზიდენტის პირად და ოჯახურ მომენტებს უახლოეს დღეებში კრეტაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ მედიამ გააშუქოს ღონისძიება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობასთან, არამედ არის წმინდა პირადი საქმე და თერთმეტი თვის წინ დაიგეგმა“, – ნათქვამია „სირიზას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება მიმდინარე წლის თებერვალში დაკანონდა.

საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close