ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ჩინეთში ცაზე ერთდროულად 7 „მზე“ გამოჩნდა – ფანტასმაგორიული სანახაობა (ვიდეო)

ჩინეთის თავზე, ცაზე 7 „მზე“ გამოჩნდა იშვიათი ბუნებრივი მოვლენის გამო. ამის შესახებ World of Buzz  წერს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ასეთი რამ პირველად იხილეს. ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალმა ატვირთა, რომელმაც „ბრწყინვალე შვიდეული“ ცაზე ჩენგდუს საავადმყოფოდან გადაიღო. 

როგორც მედიასაშუალებები წერენ,  ქალაქ ჩენგდუს თავზე ცაზე იშვიათი ბუნებრივი მოვლენის დროს გამოჩენილი 7 „მზიდან“ თითოეულს განსხვავებული სიკაშკაშე  და სპექტროფოტომეტრული ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც სურათი კიდევ უფრო ფანტასმაგორიული იყო.

თვითმხილველთა თქმით, „7-მზიანი“ სანახაობა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხოლოდ ერთი მზე დარჩა – ნამდვილი.

სპეციალისტთა განმარტებით, ასეთი ოპტიკური ილუზია წარმოიქმნა ატმოსფეროში არსებულ მრავალფენიან ყინულში სინათლის გარდატეხისა და არეკვლის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close