3,7-მილიონიანმა საქართველომ ოლიმპიადაზე უფრო მეტი ოქრო მოიპოვა, ვიდრე რამდენიმე უზარმაზარმა სახელმწიფომ ერთად, ჯამში 2-მილიარდიანი მოსახლეობით
პარიზში 11 აგვისტოს დასრულდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე არაერთი უზარმაზარი სახელმწიფოს მონაგარი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორ მილიარდ ადამიანს აღწევს.
ინდოეთი – მოსახლეობა (+1,428 მილიონი), ოქროს მედალი მედალი (0)
პაკისტანი – მოსახლეობა (+241 მილიონი), ოქროს მედალი (1)
მექსიკა – მოსახლეობა (+129 მილიონი), ოქროს მედალი (0)
ეგვიპტე – მოსახლეობა (+107 მილიონი), ოქროს მედალი (1)
თურქეთი – მოსახლეობა (+85 მილიონი), ოქროს მედალი (0)
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნების მოსახლეობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე აღებული ოქროს მედლების რაოდენობაც დაითვალეს, რომლის მიხედვითაც საქართველო, 3,7-მილიონიანი მოსახლეობითა და სამი ოქროს მედლით მე-7 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე აღებულ სამივე სინჯის მედლების რაოდენობას, აქ საქართველო მე-10 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა და მედლების საერთო რაოდენობით 24-ე ადგილს იკავებს.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)
მედლების საერთო რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ – 40 ოქროს, 44 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედლით (სულ 126), მეორეზე – ჩინეთი, 40 ოქროს, 27 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედლით (სულ 91 მედალი); მესამე პოზიციაზეა იაპონია – 20 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (სულ 45 მედალი).
კომენტარები