ქართველები უცხოეთშიარტისტი

ირინკა კავსაძე დაქორწინდა – ვინ არის კახი კავსაძის შვილიშვილის რჩეული?

ირინკა კავსაძეს და მის რჩეულს – გიორგი ტაბიძეს  საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა.

ირინკა წლებია, რაც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მამასთან, მსახიობ ირაკლი კავსაძესთან „სინეტიკის თეატრში“ მუშაობს. ლეგენდარული ქართველი მსახიობების, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილიშვილი ქართველმა მაყურებელმა მას შემდეგ გაიცნო, რაც რამდენიმე წლის წინ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა და ფინალში გავიდა.

გიორგი ტაბიძე კი საზოგადოებამ ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობმა არაჩვეულებრივად მოირგო მეამბოხე და, ამავდროულად, რომანტიკოსი სანის როლი და პოპულარობაც მოიპოვა, თუმცა ეს მისთვის პირველი როლი არ ყოფილა. გიორგი ტაბიძემ პირველად ნანა ექვთიმიშვილის ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ფილმმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატება მოიპოვა.

თავად ირინკა კავსაძემ და გიორგი ტაბიძემ სად, როდის და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, უცნობია, მაგრამ ის, რომ შეყვარებულები იყვნენ და გასულ წელს, ნოემბერში დაინიშნნენ კიდეც, ამის შესახებ საზოგადოებას თავად აწვდიდნენ ინფორმაციას ფოტოების სახით. გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირინკა პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ. ამ ჭორმა ირინკა აღაშფოთა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„სამარცხვინოები ხართ, არ ვარ ორსულად!!!!!!!!!!!!
რატომ ავრცელებთ ტყუილებს?! Kvirispalitra • საზოგადოება
კომენტარებში დაგიწერეთ და აქაც დავწერ.. რომც ვიყო ორსულად, რა უფლებით იღებთ თქვენ თავზე რომ ესეთი სენსიტიური ინფორმაცია გაავრცელოთ როდესაც წყვილს არ უთქვამს არაფერი. ეს მარტო კვირის პალიტრას არ ეხება. ბევრმა “საინფორმაციომ” დაწერა მსგავსი სტატია. წაშალეთ სასწრაფოდ!“ – თუმცა ინტერნეტში ისევ იძებნება „რეზონანსის“ პატარა ინფორმაცია ამის შესახებ.

ირინკამ ახლაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც წყვილმა ხელის მოწერის დროს გადაიღო და თბილი მილოცვებიც მიიღო.

ჩვენც ვულოცავთ და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ!

თამთა გურული

დაკავშირებულ თემაზე: როგორ გახდა კახი კავსაძე „ქართველი დონ კიხოტი“

პიერ რიშარი: „ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან დამწუხრებული ვარ“

„დავწერ იმ ჯოჯოხეთზე…“ – რას წერს პაციენტი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად იწვა რეანიმაციაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close