რჩევებიშეუცნობელი

2024.08.08: სამი რვიანი ლომის კარიბჭეში – როგორ ჩავუთქვათ სურვილები წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს

2024 წლის 8 აგვისტო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღია – ეს არის სამი რვიანის დღე ლომის კარიბჭის პორტალის პიკში და ამ დღეს განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა აქვს.

8 აგვისტოზე მოდის ლომის კარიბჭის პორტალის პიკი – პერიოდი, რომლის დროსაც სამყარო უშუალო კონტაქტს ამყარებს დედამიწასთან.  მიუხედავად იმისა, რომ ლომის კარიბჭე ყოველწლიურად 26 ივლისიდან დაახლოებით 12 აგვისტომდე იხსნება, სწორედ წელს ექნება მას ყველაზე ძლიერი გავლენა, რადგან ამ თარიღს ემატება ანგელოზის რიცხვი 888 – 2024 წლის (2+0+2+4=8) მერვე თვის, მერვე დღე. ამიტომაც ღირს ამ დღის სერიოზულად მიღება, მაშინაც კი, თუ მატერიალისტი ხართ და ზებუნებრივი ძალებისა არ გჯერათ.

ლომის კარიბჭე

უძველესი დროიდან ითვლება, რომ ლომის კარიბჭე არის სპეციალური ასტრალური პორტალი, რომელიც  სამყაროებს შორის გადასვლის შესაძლებლობას იძლევა. ამ პერიოდში კოსმოსის ჯადოსნური ენერგია იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები ჩვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.

ვინაიდან ლომის კარიბჭის პორტალის პიკი ძლიერი ენერგიის განსაკუთრებული დღეა, მისთვის მომზადება მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ ვიზუალურ „ხმაურს“ და ინფორმაციულ „ნაგავს“, რათა თქვენი ცნობიერება იყოს ნათელი და გახსნილი  კოსმოსური ენერგიის მისაღებად.

ანგელოზის რიცხვი 888

ნუმეროლოგიაში რიცხვი რვა ნიშნავს უსასრულობას. ეს იღბლიანი რიცხვია – ანგელოზები გეუბნებიან, რომ ცხოვრების სწორ ნაკადში ხართ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. ამავდროულად, კომბინაცია 888 გვახსენებს მადლიერებას და წყალობას სხვების მიმართ. თუ თქვენთან ყველაფერი კარგადაა, დაეხმარეთ მეზობლებს, რათა დადებითი ვიბრაციები გაძლიერდეს და გამრავლდეს გარშემო. ეს დაგეხმარებათ, გაიხსნათ პოზიტიური ცვლილებებისთვის და გახადოთ ეს დღე უფრო მნიშვნელოვანი.

8 ნუმეროლოგიაში ასოცირდება სიუხვესთან, ძალასა და მატერიალურ წარმატებასთან. ითვლება, რომ მისი განმეორებით, –  მით უფრო, სამმაგი გამეორებით,  ეს თვისებები ძლიერდება, რაც ქმნის ოპტიმალურ გარემოს სიმდიდრის მოსაზიდად. ამიტომ მატერიალური სურვილები თამამად გაუმჟღავნეთ კოსმოსურ ძალებს.

იმისათვის, რომ ჩვენი სურვილები შესმენილი იყოს და ახდეს, საჭიროა ისინი მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ და მტკიცებით ფორმაში წარმოვთქვათ, ამას კი სპეციალისტები აფირმაციას ეძახიან.

რა არის აფირმაცია?

აფირმაცია არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს.

აფირმაციის შედგენის კრიტერიუმები:

  •  უნდა იწყებოდეს სიტყვით „მე“ („ჩემი“, „ჩემს“…).
  •  ზმნა გამოიყენება აწმყო დროში.
  •  არ უნდა იყოს არავითარი უარყოფა („არ“, „ვერ“ და ა. შ.).
  • უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე, დასრულებული და კონკრეტული.
  • სასურველია შეიცავდეს სიტყვებს: ყოველთვის, ყოველდღე, სულ, მუდმივად, დამაჯერებლად, მტკიცედ…
  • უნდა შეიცავდეს სიტყვაში გამოხატულ ემოციას: სიამოვნებით, სიხარულით, აღტაცებით, სიამაყით, მშვიდად, სიყვარულით…

მაგალითად: „მე გახსნილი ვარ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც კი მოდის ჩემთან“ ან „მე ვირჩევ მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებას, სავსეს ყოველივე სიკეთით და სიუხვით“ და ა.შ.

სცადეთ ეს ჯადოსნური ტექნიკა ამ ჯადოსნურ დღეს და ყველაფერი კარგად იქნება!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close