საქართველოსპორტი

ლაშა გურულმა ყაზახი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და ოლიმპიური მედალი გაინაღდა

პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშას ოლიმპიური მედალი განაღდებული აქვს – რომელი სინჯის, ამას მომდევნო დღეებში შევიტყობთ.

21 წლის ყაზახთან ლაშამ შეხვედრა დამაჯერებლად წარმართა, მაგრამ პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა მის მეტოქეს მიანიჭა. მეორე რაუნდში გურულს წარბი გაუსკდა, ამის მიუხედავად კარგად  იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ორი რაუნდის ჯამში, ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო, გადამწყვეტ რაუნდში 27 წლის ქართველმა მოკრივემ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ორთაბრძოლა 3:2 მოიგო და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა.

ამ გამარჯვებით  27 წლის ქართველმა ოლიმპიური მედალი უკვე გაინაღდა: ნახევარფინალში გამარჯვებულები ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებს მიიღებენ.

ნახევარფინალში ლაშა გურული კუბელ ბორხესს დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით 19:06 საათზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close