ვიდეოიტალია

რომში გაჩენილი ხანძრის გამო ახლომდებარე შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

ოთხშაბათს, 31 ივლისს რომის ჩრდილო-დასავლეთით რაიონში, მონტე-მარიოს ბორცვზე, პიაცელა კლაუდიოზე მდებარე სისხლის სამართლის სასამართლოს შენობასთან ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Repubblica წერს.

ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა მონტე-მარიოს ბორცვზე განლაგებული შენობების უმეტესობა დაფარა.

მეხანძრეებმა და სამოქალაქო თავდაცვის თანამშრომლებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს, რისთვისაც მათ ოთხი შენობიდან და ასტრონომიული ობსერვატორიიდან ადამიანების ევაკუაცია მოუწიათ. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, ტეულადას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს სტუდიების თანამშრომელთა ევაკუაციაც განხორციელდა.

იტალიურმა სახანძრო სამსახურმა Vigili del Fuoco-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობაში 10 სახანძრო ბრიგადა, ასევე, სახანძრო სამსახურის ორი ვერტმფრენი და ლაციოს რეგიონიდან გამოგზავნილი ერთი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანაც დაიწვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close