ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის მოქალაქეებს 90-დღიან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს უწესებს
ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის მოქალაქეებს 30-დღიან უვიზო რეჟიმს უწესებს იმის ნიშნად, რომ მინსკს დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქება შეუძლია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ახალი წესები 19 ივლისს შევიდა ძალაში.
დღეიდან, 19 ივლისიდან, ბელარუსის მთავრობის ახალი პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირის ყველა ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის და ევროპის პატარა ქვეყნების მოქალაქეები ბელარუსში უვიზოდ შესვლას და 30 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას – არა უმეტეს წელიწადში 90 დღისა განმეორებითი შესვლების შემთხვევაში.
აქამდე ამ ქვეყნებიდან მოგზაურებს რესპუბლიკაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლოთ დარჩენა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბელარუსში უვიზოდ შევლენ, შეუძლიათ ტრანზიტით მესამე ქვეყანაში გადავიდნენ, რუსეთის გამოკლებით.
უვიზო რეჟიმი 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს სახმელეთო და საჰაერო გამშვები პუნქტებისთვის.
ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, ევროპის ქვეყნებს ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზები არ გაუუქმებიათ.
მინსკი დასავლეთის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან იმყოფება მას შემდეგ, რაც კრემლს უკრაინაში რუსეთის ჯარების გასაგზავნად საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა.
გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკამ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარები გაიყვანა.
„უკრაინელებთან ახლა არანაირი სირთულე არ გვაქვს და იმედია, არც გვექნება“, – განაცხადა მაშინ ლუკაშენკამ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები