სპორტი

გიორგი მიქაუტაძეს შანსი აქვს, უეფას „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდეს

უეფას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტგამოცემა The Independent-ი იუწყება.

საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მან თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების კარი აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ამ მომენტისთვის ბომბარდირთა რეიტინგის სათავეში ექვსი ფეხბურთელია, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეც. ქართველი ფეხბურთელის გარდა ტურნირზე სამი გოლი დანი ოლმომ (ესპანეთი), კოდი გაკპომ (ნიდერლანდები), ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) და ივან შრანცმა (სლოვაკეთი) გაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება. ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თუ ფინალში ვერც ინგლისელი კეინი და ვერც ესპანელი ოლმო გოლს ვერ გაიტანენ, მაშინ „უეფა“ ექვსივე ფეხბურთელს ერთდროულად დააჯილდოებს და ოქროს ბუცს გადასცემს.
გასული ევროპის ჩემპიონატი ხუთ-ხუთი გოლით კრიშტიანუ რონალდუმ და პატრიკ შიკმა დაასრულეს, თუმცა „ოქროს ბუცი“ მხოლოდ რონალდუს გადაეცა.

იტალიური გამოცემა – დაიმახსოვრეთ მიქაუტაძე, რომლის ისტორიაც წიგნის სიუჟეტს ჰგავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close