ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები
პრაღის ზოოპარკში ცხოველების გასაგრილებლად ტონობით ყინული შეიტანეს (ვიდეო)
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჰაერის ტემპერატურამ 32°C-ს გადააჭარბა. პაპანაქება სიცხისგან იტანჯებიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც, მათ შორის, დედაქალაქის ზოოპარკის ბინადრებიც. მათ დასახმარებლად ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ათი ტონა ყინული შეიძინა და ტერიტორიაზე შეიტანა.
ოთხშაბათს, 10 ივლისს, ყინული შეიტანეს სხვადასხვა ფრინველის და ცხოველის, მათ შორის, ჩრდილოამერიკული დათვების და სპილოების გალიებში. გამაგრილებელი პუნქტები შეიქმნა ზოოპარკის ვიზიტორებისთვისაც.
კომენტარები