ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. UEFA-ში ამბობენ, რომ შეუძლებელია თითოეული გულშემატკივრის გაკონტროლება, თუმცა ევრო 2024-ისთვის უსაფრთხოების ნორმები ჩემპიონატის დაწყებამდე გაამკაცრეს.
ჩემპიონატის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გულშემატკივარმა მატჩების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმები დაარღვია, ფეხბურთელებს ესროდნენ ჭიქებს, ან მოედნებზე ცდილობდნენ შესვლას.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მანამდე ფეხბურთის ქომაგებს საყვარელ სპორტსმენებთან მხოლოდ ფოტოების გადაღება უნდოდათ, ახლა მათი მიზანი სოციალური მედიისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნაც გახდა.
სხვათა შორის, 9 ივლისს, საფრანგეთი-ესპანეთის ნახევარფინალური მატჩის მეორე ტაიმის მიმდინარეობისასაც მოხდა მსგავსი ინციდენტი, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა სიტუაცია მალე განმუხტა. დღეს გაირკვა პირველი ფინალისტი – ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა 2:1 და ჩემპიონობისთვის ფინალურ ბრძოლაში მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალის საგზურისთვის 10 ივლისს ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ . შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
კომენტარები