ჯანმრთელობარჩევები

მძიმე დღეები ივლისში – როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის მაგნიტურ ველში მკვეთრი ცვლილებები, რომელსაც მზის გაზრდილი აქტივობა იწვევს. ამ მოვლენებს კოსმოსური კვლევის ინსტიტუტსა და მზე-ხმელეთის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლობენ. მაგნიტურ ქარიშხალს ექსპერტები 10-ბალიანი სკალით აფასებენ, სადაც ხუთბალიან და უფრო ძლიერ ქარიშხლებს G1-დან G5-მდე კატეგორია ენიჭებათ.

ივლისშიც მოსალოდნელია გაზრდილი გეომაგნიტური აქტივობის რამდენიმე პერიოდი.

ივლისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

თვის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდი იქნება. 13 ივლისამდე პერიოდში შესაძლებელია მცირე გეომაგნიტური ინციდენტები, მაგრამ ისინი არ იმოქმედებენ თქვენს გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე.

14 ივლისს მზის ასტრონომიის ლაბორატორია პროგნოზირებს 3-ბალიან მზის აღშფოთებას, მაგრამ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება.

თვის შუა რიცხვებში მეტეოდამოკიდებული ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ: 15 ივლისს 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი გველოდება აღშფოთებული მაგნიტოსფეროთი, თუმცა ეს პერიოდი ერთ დღეს გაგრძელდება და უკვე 16 ივლისს მაგნიტური აქტივობა 3 ბალითაა შეფასებული.

17-დან 19 ივლისამდე გეომაგნიტური არეულობა გაგრძელდება, ქარიშხალი 2 ბალამდე შემცირდება, მაგნიტოსფერო კი სიმშვიდეს შეინარჩუნებს.

„ქარიშხლის“ პერიოდი ივლისის მეორე დეკადაშიც გაგრძელდება. მცირე აქტივობაა ნავარაუდევი 20-დან 21 ივლისამდე – მაგნიტური ქარიშხალი 3-ბალიანი იქნება, მაგრამ მაგნიტოსფერო მშვიდია.

22-დან 23 ივლისამდე ისევ მშვიდ მაგნიტოსფეროს ველოდებით და გეომაგნიტური აქტივობა კი 2-ბალიანი იქნება.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close