UFC-ს ქართველ ჩემპიონზე ესპანელებმა ფილმი „მატადორი“ გადაიღეს – სად და როდის არის შესაძლებელი მისი ნახვა (ვიდეო)
დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლზე, UFC-ს ჩემპიონ ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი „მატადორი“ გადაიღეს. ფილმის რეჟისორია ჯანპაოლო მანფრედა (Giampaolo Manfreda).
ფილმი უკვე აჩვენეს მადრიდში, Filmax Takes International-ის გამოფენაზე. როგორც გამოცემა variety წერს, დოკუმენტური ფილმი „მატადორი“ ესპანურ კინოთეატრებში 19 სექტემბერს გამოვა ეკრანებზე.
ფილმის ოფიციალური ტრეილერი უკვე განთავსდა იუთუბზე.
View this post on Instagram
„ის კინოთეატრებში 19 სექტემბერს გამოდის და უკვე არის ოფიციალური ტრეილერი! ვამაყობ, რომ ამ საჩუქრის რეჟისორი ვარ. მოგზაურობა დასრულდა, მაგრამ თავგადასავალი ეს-ესაა იწყება…“ – წერს მანფრედა თავის ინსტაგრამზე და ტრეილერის ბმულს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, მეტსახელად „ელ მატადორმა“, ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა, კარიერაში ზედიზედ მე-15-ედ გაიმარჯვა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ჰონორარით სიმსივნის დიაგნოზიანი ბავშვის მკურნალობა დააფინანსა.
კომენტარები