ვიდეომსოფლიოსპორტი

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა – ნახეთ ქართველი გოლკიპერის „სეივები“ (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა – ინფორმაციას უეფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველოს ნაკრების მეკარეს 29 მოგერიება აქვს, სხვა სტატისტიკური ვებგვერდების მონაცემებით კი – 30.

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური „ვალენსიას“ 23 წლის გოლკიპერი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია:

1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება;

2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16;

3. ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14;

4. იან ობლაკი, სლოვენია – 14;

5. კოენ კასტელსი, ბელგია – 14.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მეკარეების ნაკრებებიდან მეოთხედფინალში ვერცერთი გავიდა და თეორიულად ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილს ვინმემ გაუსწროს ე. წ. „სეივებით“, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

აქვე დავძენთ, რომ გიორგი მამარდაშვილის უმაღლესი კლასი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და როგორც მედია წერს, ცოტა ხნის წინ მოარული ხმები, რომ მისი შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ სურს, ისევ გააქტიურდა. ამასთან დაკავშირებით თავად მამარდაშვილმა Sky Germany-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ბაიერნს“ ჯერ ისევ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს. ამჟამად იქ დამკვიდრება შეუძლებელია. [„ბაიერნში“] მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდი, თუ ვითამაშებდი, თუ ვერ ვითამაშებ, მაშინ – არა“. „მესიჯი ნათელია, – წერს footmercato, – თუ მიუნხენის „ბაიერნს“ მამარდაშვილის შეძენა სურს, მანუელ ნოიერის დავიწყება მოუწევს…“

მანუელ ნოიერი

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი, რომელსაც მიმდინარე წლის 27 მარტს 38 წელი შეუსრულდა, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეებს შორისაა. მას ძალიან შთამბეჭდავი საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს – 5-ჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო მეკარედ უეფას ვერსიით და მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ IFFHS-ის ვერსიით. „ბაიერნთან“ და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მიღწეულ უამრავ სხვა გამარჯვებასთან ერთად მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს. იგი „ბავარიაში“ 2011 წლიდან თამაშობს. ამჟამად მისი ხელფასი 21 მლნ ევროა.

ნახეთ გიორგი მამარდაშვილის სასწაულები ევრო 2024-ზე:

ამავე თემაზე: 

„მამარდა“ ცოლს ირთავსო!.. – ვინ არის „უძლეველი მეკარის“ რჩეული და სად იქნება ქორწილი? (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close