თქვენი ფერი – თქვენი ხასიათია
ამ ტესტს კითხვა-პასუხები არა აქვს. უბრალოდ, ქვემოთ მოყვანილი განმარტებების მიხედვით, ყოველ თქვენგანს საკუთარი დასკვნების გამოტანა შეუძლია.
საინტერესოა, ვის რა ფერი გიყვართ?
თეთრი – ყველა ფერის სინთეზს წარმოადგენს, ამიტომაც ოცნების იდეალურ ფერადაა მიჩნეული. ამ ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ნებისმიერი ხასიათის ადამიანს შეუძლია, ის არავის განიზიდავს.
შავი – საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის ფერია და ცხოვრების პირქუშად აღქმის სიმბოლოს წარმოადგენს. ის, ვინც უპირატესობას შავ ფერს ანიჭებს (გარდა სამგლოვიარო სიმბოლიკისა, როცა შავს სულ სხვა დატვირთვა აქვს), ცხოვრებას, ძირითადად, მუქ ფერებში აღიქვამს და დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რადგან ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი იდეალები აბსოლუტურად მიუღწევადია. შავი კოსტიუმისა თუ კაბის რაიმე მჭახე ფერით ხშირ-ხშირი შეცვლა იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანის პესიმისტურ განწყობილებას ხანდახან მაინც ოპტიმიზმი ენაცვლება.
ნაცრისფერი – უნდობლობის ფერია. ამ ფერის მოყვარულნი გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან დიდხანს ფიქრობენ და ორჭოფობენ. ის, ამასთანავე, ნეიტრალური ფერიცაა, რომელსაც უპირატესობას ის ადამიანები ანიჭებენ, რომლებიც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ყველანაირად ერიდებიან. თუ ადამიანს ნაცრისფერი უყვარს, ის მისი იმპულსურობის და ქარაფშუტობის მაჩვენებელია.
წითელი – ვნებების ფერია. წითელი ფერის მოყვარული ადამიანი გაბედული, ნებისყოფიანი და ძალაუფლების მოყვარულია, ხოლო ვისაც ეს ფერი აღიზიანებს, ჩხუბისა და ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების ძალიან ეშინია, უყვარს განმარტოება და სტაბილური ურთიერთობები.
ნარინჯისფერი – ძლიერი ინტუიციისა და ვნებიანი მეოცნებეების საყვარელი ფერია, თუმცა ეს ფერი პირფერობისა და ფლიდობის ნიშანიცაა.
ყავისფერი – ყველა თავისი ელფერით მათი საყვარელი ფერია, ვინც ფეხზე მყარად დგას და ტრადიციებს და ოჯახს დიდ პატივს სცემს, ხოლო ვინც ამ ფერს ვერ იტანს, პატივმოყვარე და ეგოისტია.
სალათისფერი – მიზანთროპების, ცინიკოსებისა და ძალაუფლების მოყვარულთა ფერია. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ სხვისთვის საკუთარი ნებისა და სურვილების მოხვევა, თუმცა თავად პირველი ნაბიჯის გადადგმაზე თავს ჯიუტად იკავებენ, რადგან რთული სიტუაციების ეშინიათ.
ყვითელი – სიმშვიდის, გაწონასწორებულობის, ინტელიგენტურობის ნიშანია. ყვითელი ფერის მოყვარულნი გულგახსნილი, ცნობისმოყვარე და გაბედული ადამიანები არიან. ხოლო, ვისაც ეს ფერი გულზე არ ეხატება, საკუთარ თავში ჩაკეტილი პესიმისტია, რომელთანაც ურთიერთობის გაბმა ძალიან ჭირს.
ვარდისფერი – სიცოცხლის, ყოველივე ცოცხალის ფერია, ის ადამიანებს სხვათა სიყვარულისკენ და სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს. ვარდისფრის მოყვარულ ადამიანებს სულ პატარა რამეც კი ანერვიულებთ. პრაგმატულ ადამიანებს კი ეს ფერი მხოლოდ აღიზიანებთ.
იისფერი – მოჭარბებული ემოციების, მგრძნობელობის, სულიერებისა და დელიკატურობის ნიშანია. ეს ჰარმონიული ადამიანების ტიპური ფერია. ვისაც იისფერი არ უყვარს, ყველაფერზე წინ პასუხისმგებლობას აყენებს და, ძირითადად, დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებს.
ლურჯი – სულიერად ამაღლებული, წმინდა ადამიანების ფერად ითვლება. ამ ფერის სიყვარული თავმდაბლობასა და მელანქოლიურობაზე მიგვანიშნებს. ასეთმა ადამიანმა ხშირ-ხშირად უნდა დაისვენოს, რადგან ძალიან სწრაფად იღლება. ხოლო ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ისეთი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი შეეძლოს. ამ ფერისადმი გულგრილი დამოკიდებულება გრძნობების სფეროში ქარაფშუტობის ნიშანია, რომელსაც თავაზიანობით გულმოდგინედ ნიღბავენ ხოლმე.
მწვანე – ბუნებრიობის, სიცოცხლისა და გაზაფხულის ნიშანია. ვისაც ეს ფერი უყვარს, სხვათა გავლენის ქვეშ მოქცევას ყველანაირად ერიდება, გულმოდგინედ ეძებს თვითდამკვიდრების გზებს, რაც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაც მწვანე ფერი არ უყვარს, ყოფითი პრობლემების, ბედის უკუღმართობისა და, საერთოდ, ყველანაირი სირთულის ეშინია.
თამთა გურული
ასევე დაგაინტერესებთ: რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს
მენტალური ასაკი: გაიგეთ, სინამდვილეში რამდენი წლის ხართ – ფერების ტესტი
საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ
კომენტარები