ვიდეოსაქართველოსპორტი

The Guardian: ამ მო­მენ­ტში ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოც­ნე­ბას არ შე­წყვეტს – რას წერს მსოფლიო მედია ჩვენს ბიჭებზე (ვიდეო)

ევრო 2024-ის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის გუნ­დმა ის­ტო­რია და­წე­რა – ბრიტანული პრესტიჟული გამოცემა The Guardian-ი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ნაკ­რებ­მა ჰამ­ბურ­გის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ოთახ­ში შეს­ვლი­სას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა 26 ივ­ნისს და­გეგ­მილ თა­მაშ­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. „ამ მო­მენ­ტში ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოც­ნე­ბას არ შე­წყვეტს“ – წერდა The Guardian.

დიახ, სა­ქარ­თვე­ლო ოც­ნე­ბა არ შე­წყვიტა – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება – ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

„ბიბისი სპორტის“ შეფასებით კი, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ, ფიფა-ს რეიტინგის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და სადებიუტო დიდ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო [სანახაობა] შექმნა.

გამოცემის თქმით, ჯგუფში პირველ ადგილზე მყოფი პორტუგალია უკვე გასული იყო პლეი-ოფში, თუმცა 2 წუთზე ნაკლებ დროში კვარაცხელიას მიერ დიეგო კოშტას კარში გატანილი გოლი მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.  „აუტსაიდერებმა [საქართველო ნაკრები] თავიანთი ფორმა სრულყოფილებამდე მიიყვანეს, რამაც F ჯგუფის ლიდერები უფრო მეტალ გაწბილებულები დატოვეს“, – წერს „ბიბისი სპორტი“.

ნიუ-იორკ ტაიმსი კი წერს, რომ საქართველოს ნაკრების პირველი გოლი უზომოდ ნიჭიერმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში ჟორჟ მიქაუტაძის მიერ გატანილი პენალტი მოჰყვა (შეგახსენებთ, რომ პენალტი იტალიური „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მოიპოვა – რედ.).  როგორც წამყვანი ამერიკული გამოცემა წერს, FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის თანახმად, საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხება ანგარიშით 2:0 ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკია.

მათივე შეფასებით, ჯგუფში ქართველების მესამე ადგილზე გასვლის უდიდესი ჯილდოა კვირას [30 ივნისი] კიოლნში თამაში მერვედფინალში ესპანეთთან. „შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს, რთული პერსპექტივაა, მაგრამ ისინი [ქართველები] ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“. შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე  (B ჯგუფში) სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულა დააგროვა. ესპანეთის შემდეგ ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს გერმანიას (A ჯგუფი) – 7 ქულა, შემდეგ კი – ავსტრიას (D ჯგუფი) და პორტუგალიას (F ჯგუფი) – 6-6 ქულა.

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.

„კვარას გაელვება: „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ორ წუთზე ნაკლებ დროში პორტუგალიას გაუტანა და საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს“, – წერს იტალიური გამოცემა.

საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას ულოცავს.

„ჩვენი კვარას გოლმა ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა. გილოცავთ”, – წერს „ნაპოლი“ სოციალურ ქსელში.

გამარჯვებული ბიჭების ემოციები ეროვნული ნაკრების გასახდელში:

„ჯვა­როს­ნე­ბი“ მერ­ვე­დფი­ნალ­ში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, მატ­ჩი 30 ივ­ნისს, თბი­ლი­სის დროით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close