ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

100 წლის ომის ვეტერანმა თავის 96 წლის გულისსწორზე იქორწინა ოპერაცია „ნეპტუნის“ 80 წლისთავზე (ვიდეო)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმაб 100 წლის ამერიკელმა ჰაროლდ ტერენსმა თავის 96 წლის სატრფოზე – ჯინ სვერლინზე იქორწინა. ამის შესახებ AP იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ქორწინების ცერემონია ნორმანდიაში, პატარა ქალაქ კარანტანში გაიმართა, სადაც ტერენსი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავის  აღსანიშნავად.

ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას პატარძალმა აღნიშნა, რომ „სიყვარული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის, რომ ისინიც გრძნობენ პეპლებს…“

„ეს დღე საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში“, – თქვა ტერენსმა.

შაბათ საღამოს ახალშეუღლებული წყვილი სახელმწიფო ბანკეტს დაესწრო, რომელიც პარიზში, ელისეს სასახლეში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გაიმართა. ბანკეტზე ახალდაქორწინებულებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადად მიულოცა.

უნდა ითქვას, რომ მათი ქორწინება ნორმანდიაში სიმბოლური იყო და იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან როგორც კარანტანის მერის ოფისში განაცხადეს, მათ კანონი უფლებას არ ანიჭებს, რეგისტრაციაში გაატარონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა წყვილს შეუძლია თავიანთი ქორწინებას იურიდიული ძალა ფლორიდაში მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ქვრივია და ნიუ-იორკშია დაბადებული: ჯინა – ბრუკლინში, ჰაროლდი – ბრონქსში.

როგორც ცნობილია, 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში, 5 სანაპიროზე (კოდური სახელწოდებებით: ოქროჯუნოომაჰაიუტა და ხმალი) მოკავშირეთა 160 000-მდე ჯარისკაცი გადასხეს ინტენსიური ცეცხლის ქვეშ, რათა ევროპას ფაშიზმთან ბრძოლასა და ადოლფ ჰიტლერის ტირანიისაგან გათავისუფლებაში დახმარებოდნენ. ეს იყო ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა, ოპერაცია ნეპტუნი, რომელსაც მედიაში D-Day ან ნორმანდიის დესანტი უწოდეს.

თავად ჰაროლდ ტერენსი პირველად საფრანგეთში 20 წლის ასაკში ჩავიდა მოკავშირეთა ჯარების გადმოსხდომიდან მალევე, როგორც აშშ-ის საჰაერო-სამხედრო ძალების კაპრალი. ტერენსი არმიაში 1942 წელს ჩაირიცხა  და დიდ ბრიტანეთში გაგზავნის შემდეგ 4-პილოტიანი გამანადგურებლების რაზმ P-47 Thunderbolt-ს მიამაგრეს, როგორც რადიოტექნიკის რემონტის ტექნიკოსი.

D-Day-ს დროს ტერენსი სპეციალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნებული თვითმფრინავების შეკეთებაში ეხმარებოდა, რათა ისინი კვლავ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ტერენსის თქმით, იმ დღეს მისი როტის პილოტების ნახევარი დაიღუპა (მთლიანობაში ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს). თავად ტერენსი 12 დღის შემდეგ ჩავიდა საფრანგეთში და იმ დღეებში ტყვედ აყვანილი გერმანელებისა და გათავისუფლებული ამერიკელი ტყვეების ინგლისში გაგზავნაში იყო ჩართული. 1945 წლის მაისში ნაცისტების კაპიტულაციის შემდეგ ტერენსი ისევ მონაწილეობდა მოკავშირეთა ძალების ახლად გათავისუფლებული ტყვეების ინგლისში გადაყვანაში, ხოლო ერთი თვის შემდეგ იგი ისევ უკან, აშშ-ში დააბრუნეს.

და აი, ამ მოვლენებიდან 80 წლის შემდეგ 100 წლის ტერენსმა იმ ისტორიულ ადგილას იქორწინა და მისი და მისი 96 წლის რჩეულის ამბავი (რომელიც, უნდა ითქვას, რომ ასაკის კვალობაზე არაჩვეულებრივად გამოიყურება) არა მარტო პატარა კარანტანმა და ნორმანდიამ, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგო.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close