სპორტი

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.

საბედნიეროდ, გუნდს გამოცდილი მცველი საბა კვირკველიაც შეუერთდა, რომლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ხოლო  ჩვენი ნაკრების 20 ნომრის, ჯაბა კანკავას ნაცვლად კრაიოვას „უნივერსიტატიისფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი ითამაშებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე:

1. გიორგი ლორია;

2. ოთარ კაკაბაძე;

3. ლაშა დვალი;

4. გურამ კაშია;

5. სოლომონ კვირკველია;

6. გიორგი ქოჩორაშვილი;

7. ხვიჩა კვარაცხელია;

8. ბუდუ ზივზივაძე;

9. ზურიკო დავითაშვილი;

10. გიორგი ჩაკვეტაძე;

11. გიორგი ქვილითაია;

12. ლუკა გუგეშაშვილი;

13. გიორგი გოჩოლეიშვილი;

14. ლუკა ლოჩოშვილი;

15. გიორგი გველესიანი;

16. ნიკა კვეკვესკირი;

17. ოთარ კიტეიშვილი;

18. სანდრო ალთუნაშვილი;

19. ლევან შენგელია;

20. ანზორ მექვაბიშვილი;

21. გიორგი წიტაიშვილი;

22. გიორგი მიქაუტაძე;

23. საბა ლობჟანიძე;

24. ჯიმი ტაბიძე;

25. გიორგი მამარდაშვილი;

26. გაბრიელ სიგუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია და პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. მას წელს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს.

ამ ბმულზე გადადით და ნახეთ საქართველოს ნაკრების ყველა გოლი ევრო 2024-ის გზაზე, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close