იტალიასპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. ამის შესახებ სააგენტო Ansa იუწყება. 

იტალიელ საფეხბურთო სპეციალისტს ანტონიო კონტეს, რომელიც მწვრთნელობამდე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობდა, მათ შორის, იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც (1990-2000 წლებში), დიდი გამოცდილება აქვს: იგი ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა, რომელიც გასული წლის მარტში დატოვა. „ტოტენჰემამდე“ კი იტალიელი სპეციალისტი „ინტერს“ (რომელიც, სხვათა შორის, წლევანდელი სეზონის ჩემპიონია), „ჩელსის“, იტალიის ეროვნულ ნაკრებს, „იუვენტუსს“ და სხვა გუნდებს წვრთნიდა.

ანტონიო კონტესთან „ნაპოლიმ“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კონტე წლიურად 6 მლნ ევროს და დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.

„დღეს ჩვენი ისტორიის ახალი თავი იწყება!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო კონტე! – დაწერა კლუბმა თავის ოფიციალურ FB-გვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close