კრიმინალისაქართველო

რუსთავში 27 წლის კაცმა 21 წლის ცოლი და 48 წლის სიდედრი მოკლა

22 მაისს ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს და სიდედრს რუსთავის ერთ-ერთ ხალხმხრავალ ადგილზე ესროლა, როდესაც მათ საბავშვო ეტლით თან ჰყავდათ 9 თვის ბავშვი – მამაკაცის საკუთარი შვილი. შემთხვევა მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილია. ის, ფაქტობრივად, ჩაუსაფრდა ცოლს, 21 წლის მარიამ სოფრომაძეს და სიდედრს, 48 წლის ინგა ბეგაშვილს, რომლებსაც თან ჩვილი ჰყავდათ და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას პირ­ვე­ლე­ბი რუს­თა­ვის და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თა თქმითაც, 5 გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს და ორი ცხე­და­რი ნა­ხეს. მა­თი­ვე ცნობით, დამ­ნა­შა­ვეს გაქ­ცე­ვა არ უც­დია და პო­ლი­ცი­ამ იგი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კი მან თა­ვად და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში.

დანაშაულს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მოწმეები იხსენებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ახლო მანძილიდან, დამიზნებით ისროდა. სკვერში მომუშავე გამწვანების სამსახურის თანამშრომელმა ქალმა ჩვილი პოლიციელების მისვლამდე ადგილს განარიდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდა და მარიამ სოფრომაძე 9 თვის შვილთან ერთად დედასთან ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, გიორგი ფირაშვილი პერიოდულად მიდიოდა შვილის სანახავად.

ბრალდებულს გამოძიება ოჯახის ორი წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close