ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 მაისი

ეს კვირა იდეალურია, რათა მავნე ჩვევებს თავი დააღწიოთ. არ იფიქროთ,  რომ გარდამავალი ეტაპი თქვენს ფსიქიკას ტრავმას მიაყენებს ან ფიზიკურ დაავადებას გამოიწვევს. არსებობს მიზანი და ისწრაფეთ მისკენ – გარემოებები და თქვენი მეგობრები ამაში სრულად დაგეხმარებიან! გარდა ამისა,  უახლოეს დღეებში ბევრი სირთულე თავისთავად მოგვარდება. მაგალითად, რომ არ ელოდით, იპოვით შესაძლებლობას გადაიხადოთ ძველი დავალიანება, შეაგროვოთ სახსრები დიდი ხნის ნანატრი შენაძენისთვის, ან განახორციელოთ შესანიშნავი იდეა პირადი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად.

 

ვერძი

კვირის პირველი ნახევარი შეიძლება საკმაოდ სტრესული და  ქაოსური იყოს. სამშაბათს და ოთხშაბათს სასურველია არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე დოკუმენტს ხელს მოაწერთ. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები – მათ შეიძლება ძალიან სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინონ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისა და დასვენებისთვის. შესაძლებელია ხანგრძლივი მოგზაურობები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. შაბათი ქალაქგარეთ გასვლისთვის საუკეთესო დროა.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

კურო

ეს კვირა კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის, უბრალოდ, უკან არ მიიხედოთ. მოგიწევთ ბრძოლა პირადი სივრცისთვის, მიზნების დაცვა, თუმცა შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმისათვის, რომ წარმატებით წახვიდეთ წინ, უნდა მოუსმინოთ ინტუიციას, საკუთარ თავს ენდოთ. თამამი იდეების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ. მათგან ყველაზე ექსტრავაგანტურიც კი პოზიტიურ გამოხმაურებას პოვებს, მაგრამ საქმეებს ნუ ააჩქარებთ, საერთოდ, ნუ ჩქარობთ თქვენი გეგმების განხორციელებას დეტალებზე ფიქრის გარეშე. შაბათ-კვირას ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საოჯახო საქმეზე გაამახვილებს ყურადღებას .

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ წარმატებას, მოგებასა და ხელმძღვანელების ქებას. ბევრი შეხვედრა გელით, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მოულოდნელი და ძალიან ღირებული ინფორმაციის მიღებას, თუმცა, ამავე მიზეზით, ძალიან გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანებისთვის დაპირებების შესრულება. მოერიდეთ ზედმეტ აურზაურს თქვენს აზრებსა და ქმედებებში. შეეცადეთ, განსაზღვროთ კონკრეტული ამოცანები და მშვიდად დაიწყოთ მოქმედება. შემოქმედებითი მიდგომა არა მხოლოდ სასიამოვნოს გახდის სამუშაო პროცესს, არამედ კარგ შემოსავალსაც მოგიტანთ. სასიყვარულო ურთიერთობები გაბედნიერებთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება არაერთი დაბრკოლება გაჩნდეს, მაგრამ ყველაფერს გადალახავთ. გამოიყენეთ თქვენი ინტელექტი და კონტაქტები, ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და წარმატება გარანტირებული გაქვთ. შუა კვირაში ენერგიისა და ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, სასიხარულო ამბავი გაგახარებთ. ფინანსურ სფეროში დიდად სავარაუდოა ხელშესახები შემოსავალი მომგებიანი გარიგებიდან ან ადრე განხორციელებული ინვესტიციებიდან. ჯანმრთელობის პრობლემები აღარ შეგაწუხებთ. ზოგიერთი თქვენგანი ამ კვირაში დროის დიდ ნაწილს ახალ გრძნობებზე ფიქრში გაატარებს.

სასიკეთო დღეები: 20, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

ეცადეთ, არ იყოთ ძალიან ეგოცენტრული, მიმოიხედეთ ირგვლივ, ბევრი მგრძნობიარე და დაუცველი ადამიანია თქვენ გარშემო. იყავით მართალი მათთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ წინდახედულობა, გონიერება და სხვებს ისე მოექეცით, როგორც თავად გინდათ, რომ მოგექცნენ. დროა რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, ისწავლოთ რამე ახალი. თქვენმა ხელმძღვანელებმა შეიძლება თქვენს წინადადებებს მოუსმინონ და გაითვალისწინონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზრს სწორად და მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ. შაბათ-კვირა მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ქალწული

ამ კვირაში არაჩვეულებრივი სიტუაციებია შესაძლებელი ვარსკვლავების გავლენითა და თქვენი მონდომების წყალობით. მოსალოდნელია წარმატებები სამეცნიერო საქმიანობაში. შეეცადეთ, კეთილსინდისიერად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები, პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოთ. დავა და სამართალწარმოება სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. თქვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც კი საკუთარი ცხოვრების დაბალანსებას მოახერხებთ. თქვენი შეცდომების აღიარების უნარი და სხვისი სწორი ქმედებების მიღება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გამოყავით საკმარისი დრო დასვენებისთვის,  შაბათ-კვირა აგარაკზე გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

თითქმის მთელი კვირა სამუშაო და საქმიან კონტაქტებს დაეთმობა, საქმეებში ჩაეფლობით. ეს, ზოგადად, ხელსაყრელია თქვენი გეგმების განსახორციელებლად პროფესიულ საქმიანობაში. სიტუაცია აშკარად ხელსაყრელი უნდა გახდეს კვირის ბოლომდე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, შეეცადეთ, არც  პირადი ცხოვრება დაგრჩეთ ყურადღების გარეშე. ნუ დაივიწყებთ თქვენი ნიშნის ერთ-ერთ მთავარ – ოქროს შუალედის წესს და მაშინ წარმატება გარანტირებულია. მთავარია იპოვოთ შესაძლებლობა, რომ სიხარული მიანიჭოთ საყვარელ ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას სასურველ გარემოში დასვენება არ გაწყენდათ.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი იქნება ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება, რა ცვლილებები შეიტანოს მასში, რათა უფრო მეტ კომფორტს და წარმატებას მიაღწიოს. სხვადასხვა არახელსაყრელ გარემოებასთან ადაპტაციის თქვენი თანდაყოლილი უნარი დაგეხმარებათ, სწორად მართოთ რამდენიმე ძალიან რთული სიტუაცია. თქვენს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიურპრიზები ან მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას, რომელსაც არ ელოდით. კვირის ბოლოს გამონახეთ დრო, რომ გააკეთოთ რაიმე კარგი თქვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 24.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში არ უნდა გადააჭარბოთ თქვენს შესაძლებლობებს. დაზოგეთ ძალა, შეეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება საფუძვლიანი მომზადების გარეშე. ნუ დახარჯავთ ენერგიას ზედმეტ კამათსა და რაღაცის დამტკიცების მცდელობებზე. მცირე შესყიდვები დროული იქნება ხუთშაბათს. პარასკევს წარმატებული იქნება ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები. შაბათს მოგიწევთ დიდი დროის დახარჯვა ოჯახთან დაკავშირებული, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხების მოსაგვარებლად. თავშეკავება და მშვიდი დამოკიდებულება ყველაზე რთული პრობლემების გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 20, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თხის რქა

ზოგიერთი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, რიგ ვარსკვლავთა გავლენის წყალობით, ამ კვირაში პოზიტიურად  გადაწყდება და შეძლებთ ამოისუნთქოთ. თუ რაიმე რთული სიტუაცია წარმოიქმნება, თქვენი პარტნიორი ან ახლო მეგობარი მზად იქნება, დაგეხმაროთ. ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ამ პერიოდში სერიოზული ზარალი არ გემუქრებათ. სამსახურში დაფასდება თქვენი სურვილი – სწრაფად ჩაერთოთ საერთო საქმეში, მაგრამ ნუ შეეცდებით, ყველა პრობლემა თავად გადაჭრათ. იმისათვის, რომ სტაბილური ცხოვრება შეინარჩუნოთ და არ დაკარგოთ ის, რაც მოიპოვეთ, შეეცადეთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ყველანაირ ცდუნებას, განსაკუთრებით პირად და ფინანსურ სფეროში.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ინფორმაციას და დაუკვირდით საკუთარ განცხადებებს. ოთხშაბათი შესანიშნავი დღეა ინოვაციურ იდეებზე ფიქრისთვის, თუმცა ამას კონფიდენციალურობა დასჭირდება, რაც შეიძლება პრობლემური იყოს. შესანიშნავი დროა აქტუალური, გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ არა რაიმე გლობალური იდეისა და გეგმის განსახორციელებლად. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს და კამათს, განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე. შაბათ-კვირას შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები გესტუმრონ, შეეცადეთ, გულღიად შეხვდეთ და გულუხვად გაუმასპინძლდეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

ამ კვირაში პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც ბევრ სფეროზე დადებითად აისახება. შესაძლებელია ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლაც კი. ძალიან კარგი დროა არა მარტო ყველა არასაჭირო, მოძველებული ნივთისგან გასათავისუფლებლად, არამედ ფუჭი, არაფრის მომცემი და დამაზიანებელი აზრებისგან გონების გასაწმენდადაც. ოთხშაბათს და პარასკევს განსაკუთრებით გაგიმართლებთ ბიზნესსაქმიანობაში, თუ აქტიურ  პოზიციას დაიკავებთ. ისინი, ვინც სამუშაოს ეძებდნენ, მომგებიან შეთავაზებებს მიიღებენ. თქვენი შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ  ფინანსური მდგომარეობა. შესაძლებელია მოულოდნელი მოგება. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დასვენების დროსაც გამონახავთ, რომელსაც ხალისიანად და სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 20, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close