პოლიტიკაnewsსაქართველო

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ვეტო იურიდიულად გამართულია და პარლამენტს დღესვე გადაეცემა.

„დღეს დავადე ვეტო „რუსულ კანონს“, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია საქართველოში და მკვეთრად უარყოფითი  შეფასება აქვს საქართველოს დასავლელ პარტნიორების მხრიდან.

„ქართულ ოცნებას“ აქვს საჭირო ხმები, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. მმართველ პარტიას ევროპელი მაღლი რანგის პირები კვლავ მოუწოდებენ, გამოიყენონ ვეტოს შესაძლებლობა და უკან გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმით, „აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის“.

ამავე თემაზე: პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირვალობის შე­სა­ხებ“, პროტესტი გრძელდება – რა იქნება შემდეგ?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close