მსოფლიოპოლიტიკა

კატალონიის არჩევნებში პირველად გაიმარჯვა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის მოწინააღმდეგე პარტიამ

ესპანეთის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ (PSOE), რომლის ლიდერია მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, პირველად მოიგო კატალონიაში (ესპანეთის ავტონომიური რეგიონი, დედაქალაქიბარსელონა) ადგილობრივი არჩევნები, ხოლო რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის მომხრეები დამარცხდნენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

არჩევნების შედეგების მიხედვით გამოჩნდა, რომ შემცირებულია კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების რეიტინგი, რომლებმაც 2017 წელს კატალონიის ადგილობრივ არჩევნებში 49% მიიღეს, ხოლო წელს – 42%.  სოციალისტების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა პარტიამ „ერთად კატალონიისთვის“, რომელიც რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრეა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალისტურმა პარტიამ მოიგო არჩევნები როგორც ხმებით, ისე მანდატებით. ახალი ეტაპი, რომელსაც კატალონია დღეს იწყებს, არის ეტაპი ყველა კატალონიელისთვის“, – განაცხადა ავტონომიური რეგიონის სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ესპანეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ. აღსანიშნავია, რომ  კატალონიის რეგიონული არჩევნების კამპანიის პერიოდში კატალონიის ესპანეთთან ურთიერთობის საკითხმა უკანა რიგში გადაინაცვლა და წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი საკითხები იყო გვალვასთან გამკლავება და საბინაო პრობლემების გადაჭრა.

ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგი“ სტატიაში აღნიშნავს, საკუთარი პარტიის გამარჯვება პარლამენტში სანჩესის პოზიციას ართულებს, რადგან PSOE-ს პარლამენტში არ აქვს უმრავლესობა და იგი კატალონიის მცირე სეპარატისტული პარტიების მხარდაჭერას ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, „ბლუმბერგის“ სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ პარტიის მიერ საკუთარ რეგიონზე კონტროლის დაკარგვამ შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს.

მანამდე გავრცელდა კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის კარლეს პუჩდემონის განცხადება, რომ ესპანეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წარადგენს. როგორც ცნობილია, პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს დატოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close