ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბის, Wycombe Wanderers-ის აქციების 90% შეიძინა. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„შპს Feliciana EFL-ის საკუთრებაში არსებული Wycombe Wanderers Football Club-ის 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში არსებული Blue Ocean Partners II Limited-ის ხელში გადავიდა“, – ნათქვამია პრესრელიზში. აქვე აღნიშნულია, რომ ქართველი მილიარდერი კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

48 წლის ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადასული საფეხბურთო კლუბი 1887 წელს დაარსდა. „უიკომ უონდერერსი“ ლიგა 1-ში, ინგლისის საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონში თამაშობს.

transfermarkt-ის მონაცემებით, კლუბის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 8.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც Forbes-ის რეიტინგში მოხვდა. „ფორბსის“ შეფასებით, ის ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

ამჟამად მიხეილ ლომთაძე 5,7 მილიარდი აშშ დოლარით Forbes-ის მილიარდერთა სიაში 535-ე ადგილზეა. ბიძინა ივანიშვილი კი 4.9 მლრდ აშშ დოლარით Forbes-ის მილიარდერთა სიაში ამ

დროისთვის 638-ე ადგილს იკავებს.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: „ქართველი ჯობსი“ – რა ვიცით მიხეილ ლომთაძეზე, რომელმაც სიმდიდრით ივანიშვილს გაუსწრო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close