მსოფლიო

2024 წელს აშშ-ში ტროპიკული ციკლონის შემთხვევების რეკორდულ რაოდენობას პროგნოზირებენ – რომელი თვეები იქნება ყველაზე მწვავე?

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წელს ტროპიკული ციკლონის განსაკუთრებულად აქტიური სეზონისთვის მოემზადონ. კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევრები აშშ-ში 2024 წელს ციკლონის 11 შემთხვევას პროგნოზირებენ, რაც ატლანტის ოკეანის ტემპერატურის ზრდითა და „ელ-ნინიოს“ ფენომენითაა განპირობებული. კვლევის თანახმად, აღნიშნული პროგნოზი რეკორდულია მას შემდეგ, რაც 1995 წლიდან ექსპერტებმა „აპრილის პროგნოზის“ გამოქვეყნება დაიწყეს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა სანაპირო ქალაქებსა და კარიბის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

Euronews-ი განმარტავს, რომ ატლანტის ოკეანეში ციკლონების აქტიური სეზონი 1-ლი ივნისიდან 30 ნოემბრამდე გრძელდება, რაც ორი მთავარი ფაქტორითაა განპირობებული.

პირველი ფაქტორია ტროპიკული და სუბტროპიკული ატლანტის ოკეანის ზედაპირის რეკორდულად თბილი ტემპერატურა, რადგან ციკლონთა მთავარი მაპროვოცირებელი სწორედ ოკეანის თბობაა, რასაც დაბალი ატმოსფერული წნევაც ემატება.

მეორე ფაქტორი კი „ელ-ნინიოს“ კლიმატის სეზონური ფენომენია. კვლევის თანახმად, „ელ-ნინიოს“ ეფექტი ყველაზე მწვავედ აგვისტოდან ოქტომბრამდე გამოჩნდება.

გარდა ტროპიკული ციკლონებისა, მიმდინარე სეზონზე აშშ-ში 23 დასახელების შტორმს პროგნოზირებენ, საიდანაც 11 ციკლონად გადაიქცევა. შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 1878, 1926, 1998, 2010 და 2020 წლებში ციკლონური სეზონი ანალოგიური აქტივობით გამოირჩეოდა.

კვლევის თანახმად, 2024 წელს ციკლონთა აქტივობა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 170%-ით უფრო მაღალი იქნება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close