ვიდეომსოფლიოnews

ნიუ-ჯერსიში შტატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)

ნიუ-ჯერსიში მომხდარი 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც მიმდებარე შტატების და ნიუ-იორკში მცხოვრებმა მოსახლეობამ პარასკევს დილით დააფიქსირა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო შტატის ისტორიაში.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 5 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:23 საათზე მოხდა ნიუ-ჯერსიში, უაითჰაუს სადგურიდან ჩრდილოეთით, 5 მილის დაშორებით. მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-იორკიდან დაახლოებით 45 მილის დაშორებით იყო, სადაც მოსახლეობამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ავეჯი და იატაკი ირყეოდა.

„რამდენიმე წუთის წინ  აქ, მენჰემში, ნიუ-ჯერსის შტატში, მთელი ჩვენი სახლი ირყეოდა 25 წამის განმავლობაში“, – თქვა ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ.

მიწისძვრის შედეგად ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი შეფერხებები ან დაზიანება არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი სახელმწიფო საგანგებო ოპერაციების ცენტრი. გთხოვთ, არ დარეკოთ 911-ზე, თუ რეალურად გადაუდებელი საჭიროება არ გაქვთ“, – განაცხადა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუბერნატორ მერფის მიწისძვრის შესახებ ესაუბრა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ სიტუაციას აკვირდება.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კავშირშია სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

თინა ბედიაშვილი 

აშშ, აიოვა,

5 აპრილი, 2024

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close