ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 აპრილი

ეს კვირა ბევრისთვის რთული გამოცდა იქნება. ყველა ფინანსური პრობლემა, რომლებზეც წარსულში თვალს ხუჭავდით, დიდ ყურადღებას მოითხოვს. სანამ ამ პრობლემებისგან არ გათავისუფლდებით, სულ მცირე შესაძლებლობაც კი არ გექნებათ დაკავდეთ თქვენი საყვარელი გატაცებებით. ზოგადად, ეს შვიდდღიანი პერიოდი უამრავ პრობლემას მოიცავს,  ამიტომ წინასწარ იპოვეთ გზა ემოციური წონასწორობის აღსადგენად. ამავე დროს, თამამად გააცანით პროექტები კოლეგებს, სპეციალისტებს. მხარდაჭერას მოიპოვებენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სიმართლისა და პროფესიონალიზმის მტკიცედ სჯერათ. საუკეთესო პერიოდია თვითგანათლებისთვის.

ვერძი

ამ კვირაში მიჰყვებით უახლეს ტენდენციებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები გავლენას მოახდენს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე და ახლობლებს გრძნობებს არ დაუმალავთ. დიდი ალბათობით, სამსახურში ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს პერსპექტივებს. არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის, სამუშაოს შეცვლა ან  პერსპექტიული პროექტის განხორციელება. ასევე დიდად სავარაუდოა, ფინანსური მოგება მიიღოთ. კარგი იქნება ნაკლები ილაპარაკოთ, არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს თქვენს საქმიანობაზე თუ წარმატებებზე.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

კურო

ვარსკვლავების განლაგების თანახმად, რომ ეს კვირა ბევრ თქვენგანს პირად ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, შესაძლებელია ახალი რომანტიკული ურთიერთობებიც. თუ დაქორწინებაზე ფიქრობთ, მაშინ ეს ძალიან კარგი დროა თქვენი გეგმების განხორციელებაზე  საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მთელი კვირის განმავლობაში კარგ ხასიათზე იქნებით და ვერაფერი დაარღვევს თქვენს წონასწორობას ცხოვრებაში. იქნებით მეტისმეტად შთამბეჭდავი და საკმაოდ მგრძნობიარე. თუმცა ფრთხილად იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, რადგან დიდად სავარაუდოა გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები. ენდეთ საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

ტყუპი

ეს  კვირა ხელსაყრელი პერიოდია თქვენი თამამი გეგმებისა და შემოქმედებითი იდეების გასაცოცხლებლად. კონცენტრირდით გადამწყვეტ მოქმედებაზე და ყველაფერი გამოგივათ. მიხვდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ და არ გაუშვით ხელიდან არსებული შესაძლებლობები. შეეცადეთ არ დაკარგოთ სიმშვიდე და წონასწორობა, გააკონტროლეთ თქვენი ქცევა და საუბარი, რადგან ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ნუ მოგერიდებათ რჩევის თხოვნა სანდო მეგობრებისთვის. თქვენი ხარჯები შეიძლება აღემატებოდეს თქვენს შემოსავალს, ამიტომ თქვენი ბიუჯეტი სწორად დაგეგმეთ. კვირა კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

კირჩხიბი

ამ კვირაში ვარსკვლავები თქვენს სასარგებლოდაა განლაგებული. შეამჩნევთ გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი წარმატება გელით სამსახურში, თქვენს დამსახურებას ხელმძღვანელობა დიდად დააფასებს. გექნებათ ძალიან მაცდური პერსპექტივები თქვენი კარიერისთვის. ოჯახური ურთიერთობები გაძლიერდება. თუ პარტნიორთან ერთად რომანტიკულ საღამოს დაგეგმავთ, მშვენივრად გაატარებთ. მათ, ვინც ზრუნავს დანაზოგის ინვესტირებაზე, დიდი შანსი აქვს, რომ ძალიან მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობები მიიღოს. დასვენების შანსი მხოლოდ კვირას გექნებათ, ეს დრო გონივრულად გამოიყენეთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

ლომი

ახალი კვირის დადგომისთანავე დაიწყეთ ინფორმაციის შეგროვება, ნუ დააყოვნებთ სპეციალისტებთან კონსულტაციას. არ ინერვიულოთ, თუ თქვენი გეგმები ზუსტად ისე არ შესრულდება, როგორც ფიქრობთ. შეეცადეთ, არსებული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. კარიერის მხრივ, ბევრ თქვენგანს ნათელი პერსპექტივები ელის, რასაც ჯერ ვერც კი წარმოიდგენთ. სამშაბათს შეიძლება ვერ შეამჩნიოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. უფრო მეტად ენდეთ საკუთარ გრძნობებს, ისინი არ მოგატყუებენ. ხუთშაბათი კვირის ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული დღეა, შეეცადეთ, ფუჭად არ ჩაიაროს. შაბათ-კვირას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

ქალწული

ამ კვირაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებული ხართ. თქვენი კომუნიკაბელურობა და ნაცნობები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ პროფესიულ ასპარეზზე. შეეცადეთ თვალყური ადევნოთ მიმდინარე მოვლენებს. ფრიად სავარაუდოა კარიერული წინსვლა და მომგებიანი კავშირების გაძლიერება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სანუკვარი ოცნება  ახდეს. შეეცადეთ, არ გაუშვათ ხელიდან წარმატების კარგი შანსი! ენთუზიაზმი და ხალისიანი განწყობა დადებითად აისახება თქვენს პირად ურთიერთობებზეც. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

სასწორი

კვირის დასაწყისში მუშაობაში თავით ჩაეფლობით, რადგან უამრავი საქმე დაგიგროვდათ. შეეცადეთ, ირგვლივ მყოფების  უკმაყოფილება არ გამოიწვიოთ თქვენი ქმედებებითა და განცხადებებით. თქვენს შეცდომებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. თავს ნუ მოიტყუებთ, არ შეალამაზოთ რეალობა. თუ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას აძლევთ, რისკავთ, გამოტოვოთ რაიმე უნიკალური შანსი თქვენს პირად ცხოვრებაში. კვირის ბოლოს დიდია  საქმიანი ან საინტერესო მოგზაურობის ალბათობა, მიუთითებენ ვარსკვლავები. რაიმე ახლის წამოწყებისას არ იჩქაროთ, ჯერ კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მერე იმოქმედეთ.

სასიკეთო დღეები: 1, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

მორიელი

თვითკონტროლის და ლიდერობის უნარი საშუალებას მოგცემთ, მართოთ ადამიანები დიდი ძალისხმევის გარეშე და წარმატებას მიაღწიოთ. თუ შესაძლებელია, დაიცავით სამუშაოს მოცულობა გონივრულ მინიმუმამდე და კარგადაც დაისვენეთ. ვარსკვლავების გავლენის გამო ოჯახში პრობლემები დიდი ალბათობით მოგვარდება. ეს გიბიძგებთ პირად ცხოვრებაში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისკენ და პესიმისტური განწყობებისგან გაგათავისუფლებთ. ამაში თქვენი წარსულის გადახედვაც დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას დაასუფთავეთ სახლი, მაგრამ შეეცადეთ, ძალიან არ დაიღალოთ და გასეირნებისთვისაც გამონახოთ დრო.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენის გამო, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ემოციური უსაფრთხოება, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში მოახლოებული ცვლილებების ფონზე, რომლისკენაც დიდი ხანია ისწრაფვით. თქვენმა ურთიერთობამ ირგვლივ მყოფებთან ასევე შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. ისინი დაგეხმარებიან, რომ თქვენი ყველა დავალება ეფექტიანად შეასრულოთ. ამ დროს შეუძლებელი არაფერი მოგეჩვენებათ. ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ენერგიულს, საინტერესოს და მდიდარს გახდის. სასურველია შაბათ-კვირა ბავშვებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 7.

თხის რქა

ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ცოტა ხნით მაინც უნდა გაჩერდე და დაფიქრდე. თქვენ ახლახან გათავისუფლდით პასუხისმგებლობის ტვირთისაგან და უკვე ახალი, კიდევ უფრო რთული საკითხის გადაწყვეტისკენ ჩქარობთ. გააცნობიერეთ, რომ ამჯერად დამხმარეების გარეშე ვერაფერს შეძლებთ. სამშაბათს შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ამბები და სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოთ. კვირის ბოლოს მოგიწევთ სილამაზის, წესრიგისა და კომფორტის აღდგენა ყველგან: სამუშაო ადგილზე, სახლში და თუნდაც მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. ოჯახის წევრებს ჰარმონიის ღრმა ემოციური მოთხოვნილება ექნებათ.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

მერწყული

ამ კვირაში შესაძლებელია კამათი და გაზრდილი სტრესი, უფრთხილდით კონკურენტებს, შესაძლებელია მცირე ფულადი დანაკარგები. ხუთშაბათი კარგი დღეა ახლო მეგობრების გარემოცვაში დასვენებისთვის. შესაძლოა დროებითი, მაგრამ სასიამოვნო ნაცნობობა. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს ძალიან კარგ სამსახურს დიდი ხნის ძებნის შემდეგ.

პარასკევს ნებისმიერი ფინანსური ინვესტიცია სარისკო იქნება. თქვენს ფინანსურ პრობლემებს ცოტა მეტი ძალისხმევით მოაგვარებთ. გაითვალისწინეთ, რომ იმპულსურობამ და სიჯიუტემ შეიძლება გამოიწვიოს კამათი თქვენსა და ახლობლებს შორის. კვირას მოერიდეთ კრიტიკას და ოჯახურ კონფლიქტს.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

თევზები

ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი არის ის, რაც ბევრ თქვენგანს ამოძრავებს ამ კვირაში. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი იქნებით თქვენი ოჯახისა და მეგობრების მიმართ. კარგი განწყობის წყალობით გაგიჩნდებათ სურვილი, გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო თქვენთვის და გარშემო მყოფებისთვის, მაგალითად, მოაწყოთ მდიდრული ვახშამი საყვარელი ადამიანებისთვის. სასიხარულო ამბები, ახალი ნაცნობები და შეხვედრები ძველ ნაცნობებთან ძალიან სავარაუდოა, თუმცა პროფესიულ სფეროში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ გადაწყვეტილების მიღებისა და ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერისას.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close