„საფეხბურთო ლოცვა“ მატჩის დაწყების წინ რატი ამაღლობელისგან
პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში „ეგზისტენციალურად აქტუალურ“ „ლოცვას“ აქვეყნებს საქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ.
საფეხბურთო ლოცვა
დღეს ჩამოფრინდნენ არგონავტები.
ხომ შეიძლება ერთხელ დაგვრჩეს ოქროს საწმისი,
არავის გავატანოთ ის და ჩვენ თვითონ წავიღოთ ევროპაში, მსოფლიოში.
ახლა მედეას და მისი მამიდების ჯადოქრობა გვჭირდება და არა მისი ბრმა სიყვარული.
კოლხეთისა და იბერიის რაინდებო,
დაიცავით ოქროს საწმისი და თქვენი გრძნეული და გამიზნული გაბრიყვებისგან!“
„ლოცვამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა და სახალისო კომენტარები მოჰყვა:
– მედეა გადამალეთ, ბიჭებს დამიძახეთ! – წერს Revaz Apkhazava
– ამას წავიკითხავ ხვალ სტადიონზე გამოთქმით, – Masho Samadashvili
– სახელითა მარადონასი, მესისა და დავითისა ყიფიანისა! აწ და მარდის და უკუნითი ფშვიშტოკამდისა! ამინ!!! – Tada Gegelia
– აფსირტოსი უნდა გავაძლიეროთ – რაცხა მეტი უნდა ჩავსვათ ‘წვრთნა და აღჭურვის’ პროგრამაში… მედეა სიყვარულის განსახიერებაა – აი აფსირტოსი აღარ უნდა ენდოს იაზონს! – Ika Kakabadze
– მწვრთნელს გაეგზავნოს და თიმს წაუკითხოს! – Ekaterina Moniava
მოკლედ, მატჩის წინ ყველანაირად მზად ვართ, „ლოცვაც“ გვაქვს, ჰოდა,
კომენტარები