საზოგადოებასაქართველოსპორტი

რა ღირს შავ ბაზარზე ფეხბურთის ბილეთები, რომელთა ფასი ოფიციალურად 10, 20, 30 და 50 ლარია

„მინდა, სტადიონზე ვთხოვო ხელი ჩემს შეყვარებულს, მჭირდება 2 ბილეთი. ვინც მაჩუქებს, ქორწილში დავპატიჟებ“

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთებს გადამყიდველებთან შავ ბაზარზე კოლოსალური ფასი დაედო,  სწორედ ამიტომ 26 მარტის ისტორიულ მატჩზე დასწრებას ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს.

ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ე.წ. გადამყიდველები კი მას ხშირ შემთხვევაში 300-400 ლარადაც და მეტადაც კი ყიდიან.

sdna.gr წერს, რომ შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, შავ ბაზარზე კი „ჯადოსნური ქაღალდის“ ფასი 450 ევროს აღწევს! საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია.

ერთი-ერთი მოქალაქე ჯგუფში პირადი მიმოწერის სქრინს ავრცელებს, სადაც  გადამყიდველი მას სწერს, რომ კატეგორიების მიხედვით ბილეთებს 100-იდან 400 ლარამდე ყიდის, რამდენიმეს ერთად შეძენის შემთხვევაში კი ფასდაკლებას სთავაზობს.

ესეც ერთ-ერთი გადამყიდველის ხმოვანი „რეკლამა“:

ჯგუფში მიმოწერის ისეთი სქრინებიც გავრცელდა, რომლებითაც ადამიანები ერთმანეთს თაღლითობის შესახებ აფრთხილებდნენ და წერდნენ, რომ ასეთი „გადამყიდველებისგან“ ბილეთი არ ეყიდათ.

ფეისბუქზე არსებულ ჯგუფში, სახელწოდებით „ბილეთების შავი ბაზარი“, რომელიც 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ყოველი მეორე პოსტი სწორედ ბილეთების ყიდვის მსურველების იყო, მაგრამ მათ შორის გამორჩეული მაინც ესაა: „მინდა სტადიონზე ვთხოვო ხელი ჩემს შეყვარებულს, მჭირდება 2 ბილეთი. ვინც მაჩუქებს, ქორწილში დავპატიჟებ“.

უამრავი უკმაყოფილო, იმედგაცრუებული ადამიანის გარდა არიან ისეთებიც, ვინც თავს იუმორით იმშვიდებს.

უბილეთოდ დარჩენილმა ქართველმა გულშემატკივრებმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, რომ წარმოშობით ბერძნები იყვნენ და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სურდათ, მაგრამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა, რომ მათი მხტიდან ბილეთები მხოლოდ ბერძენ ქომაგს მიეღო.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი – უბილეთოდ შესვლა. ამ მეთოდის დაუფლება კი TikTok-ის დახმარებით შეგიძლიათ, სანამ მატჩი დაიწყებოდეს…

@ximshuna #foryou #foryoupage #tiktok #glowup #tiktok#dinamotbilisi @BERUZA♠️ ♬ оригинальный звук – Զ Գ Ջ Զ ն

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close