მიგრაციასაქართველო

მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა – საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სურდათ

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. მძევლებს შორის ქალებიც არიან, თუმცა უცნობია,  არიან თუ არა ბავშვები გატაცებულებს შორის. საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდს –  90 ათას დოლარს ითხოვს.  

ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.

„ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ… შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას… იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი,  რატომ“, – წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

არსებული ინფორმაციით, მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 45 ათასი დოლარი უკვე გადახდილია:

„მას შემდეგ, რაც ადამიანები ჩავიდნენ მექსიკაში, ერთ-ერთ ქალაქში, ამ კარტელმა გამოუცხადა ყველას, რომ ვერავინ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. დამოუკიდებლად 5 ადამიანი ვიღაცას დაუკავშირდა, ამ ვიღაცამ გაგზავნა მძღოლი, ისინი იმ სასტუმროდან, სადაც გადამყვანს ჰყავდა გაჩერებული, იქიდან გაიპარნენ, გაყვნენ დამოუკიდებლად ვიღაცა სხვას, რომელიც დაიჭრეს ქართველებთან ერთად, წაართვეს პირადი ნივთები, გალახეს და გამოაგდეს, თან ფული გადაიხადეს, მაგრამ იმათ იფიქრეს, რომ ესენი მარტო არ იქნებოდნენ. იმათ გამოყვნენ უკან და ნახეს, ეს ხალხი სადაც იყვნენ. ეს ხალხი გამოვიდნენ თუ არა ავტობუსებით, დაიჭირეს ეს 30-ვე. ახლა არის ეს სიტუაცია, რომ ამ 30-ვეს გათავისუფლებაში ითხოვენ ფულს, მექსიკური კარტელის შემთხვევაში ეს სტანდარტული მოვლენაა. ჩემი ინფორმაციით, მოთხოვნილი 90 ათასიდან 45 უკვე გადახდილია. ახლა ელოდებიან მეორე თანხის გადახდას“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ინფორმირებული წყარო.

გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე იმყოფება და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს.

მსგავს თემაზე: ტეხასი თავად აშენებს საკუთარ კედელს მექსიკის საზღვარზე: „ისტორიას ვქმნით“

ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ნებართვა გასცა – რატომ გატეხა სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტმა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close