საზოგადოებასაქართველო

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დაიწყო

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა დღეიდან, 15 მარტიდან დაიწყო.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

„2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს“, – აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

აქვე  გაცნობებთ, რომ უფასოდ შეცვლის აქცია არ ვრცელდება ვადაგასულ პირადობის მოწმობებზე და თუ თქვენი პირადობის არაელექტრონული მოწმობა 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, მაგრამ ვადაგასულია, ახლის ასაღებად სრული საფასურის გადახდა მოგიწევთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close