ვიდეოხელოვნებაარტისტი

ევროვიზიისთვის ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა 11 მარტს გაიმართება (ვიდეო)

11 მარტს გაიმართება სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით წარდგება ევროვიზიის წლევანდელ ფესტივალზე.

საკონკურსო სიმღერას ჰქვია Firefighter, ის დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილიმხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინის ავტორები არიან ლაშა ჯოხაძე და ალექსანდრე ახალკაციშვილი, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეებიც არიან გადაღებულები.

ევროვიზიის სიმღერის წლევანდელი კონკურსი 7, 9 და 11 მაისს გაიმართება შვედეთის ქალაქ მალმეში, რადგან გასულ წელს შვედეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს იმღერებს მეორე ნახევარფინალში .

კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში, ტრადიციულად, პირველი არხი შემოგვთავაზებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close